„მოიგეთ 1 000 000 PLUS 1 ნაბიჯით“ - ინდმეწარმეებისთვის „საქართველოს ბანკში“ გათამაშება დაიწყო

„საქართველოს ბანკი“ მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისებას და მათთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. 2025 წლის 1 დეკემბრიდან 31 დეკემბრამდე ინდმეწარმეებს შეუძლიათ, ჩაერთონ საქართველოს ბანკის ახალ გათამაშებაში, რომელიც გამარჯვებულებს ერთი მილიონი PLUS ქულის მიღების შესაძლებლობას აძლევს.

გათამაშებაში ჩართვა ყველას შეუძლია, ვინც საქმიანობას ინდმეწარმის სტატუსით ახორციელებს.

გათამაშებაში მონაწილეობისთვის საჭიროა:

  • ბიზნეს ინტერნეტბანკში ან ბიზნეს მობილბანკში შესვლა.
  • გათამაშების პერიოდში სულ მცირე ერთი ტრანზაქციის შესრულება — მაგ: თანხის გადარიცხვა ან გადასახადის დაფარვა.
  • ყოველი ასეთი ტრანზაქციით ინდ.მეწარმე ავტომატურად ერთვება გათამაშებაში;
  • ერთ-ერთი ტრანზაქცია კი მომგებიანი ხდება — სამი გამარჯვებული იღებს 1,000,000 PLUS ქულას, რომელიც ფიზიკური პირის ანგარიშზე ჩაერიცხებათ.

„ინდმეწარმეები ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია. ჩვენი მიზანი მათთვის ისეთი ინსტრუმენტების შექმნაა, რომლებიც მათ საქმიანობას ამარტივებს. სწორედ ასეთი ინსტრუმენტებია ჩვენი ციფრული არხები - ბიზნეს მობილბანკი და ბიზნეს ინტერნეტბანკი, სადაც ინდმეწარმეებს როგორც ბიზნესის ფინანსების მართვა, ისე დამატებითი სარგებლის მიღების შესაძლებლობა აქვთ”, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

გათამაშების შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს, მასში მონაწილეობისთვის კი გადმოწერეთ ბიზნეს მობილბანკი ან ესტუმრეთ ბიზნეს ინტერნეტბანკს. ხოლო თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის მომხმარებელი, გახსენით ანგარიში მარტივად ონლაინ.

(R)

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის