ანა დოლიძე - ქართულ ნიურნბერგს მოვაწყობთ

2024 წლის ნოემბრიდანვე ვამბობდი, რომ ის, რაც მოხდა ნოემბერ-დეკემბერში, არის კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული. არ იყო ჩვეულებრივი დევნა, ცემა, წამება. ეს იყო ბევრად სერიოზული, კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული და მე ვიყავი პირველი, რომელიც წავედი ჰააგაში და ინფორმაცია თავისი ფაილებით და ფაქტებით მივიტანე შესაბამის გამომძიებელთან, - ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ თავმჯდომარემ, ანა დოლიძემ საკუთარ სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა BBC-ის მიერ ჩატარებულ ჟურნალისტურ გამოძიებას.

დოლიძის თქმით, ქვეყანაში არ დადგა დრო, რომ სახელმწიფომ მოიხადოს ბოდიში, და ამას თავად გააკეთებს.

„ერთი წელი სრულდება, რაც ვმუშაობ ამ გამოძიებასთან დაკავშირებით. ერთი წელი სრულდება, რაც ვაგზავნი მტკიცებულებებს, რასაც ვამბობდი მაშინ, სკეპტიკურად იყო ხალხი განწყობილი. ამბობდნენ, რომ - „არაო, კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული ეს არ არისო“. პირველი - საერთაშორისო გამოძიება ჰააგაში. მეორე - აქ შევქმნით სპეციალურ სასამართლო პალატას იმ პირებისთვის, რომლებმაც ქიმიური იარაღი საკუთარ მოსახლეობაზე გამოიყენეს. მესამე - დაზარალებულები შეაგროვებენ ფაქტებს, მოგვიანებით კომპენსაციისთვის (პრეცედენტები ბევრია). მეოთხე - საერთაშორისო მეგობრებმა უნდა დაგმონ სადამ ჰუსეინის თანამოაზრე მთავრობა. მეხუთე - ვქმნი სამუშაო ჯგუფს: საერთაშორისო სამართლის, სადაც ჩაერთვებიან სტუდენტები და სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფები. არასოდეს ჩვენს ქვეყანაში არ დადგა დრო, რომ სახელმწიფომ რეალურად მოიხადოს ბოდიში, და ამას მე გავაკეთებ’’, - განაცხადა ანა დოლიძემ.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს