შალვა პაპუაშვილი - საბედნიეროდ 2012 წლის შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობას“ არავინ არაფერს ეკითხება ქვეყანაში - სასამართლო თავად გადაწყვეტს რა უნდა გააკეთოს

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას ჰგონია, რომ „სააკაშვილის პერიოდია და სასამართლოს მითითებებს უნდა აძლევდნენ“.

ასე ეხმაურება პაპუაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა განცხადებას, რომლის თანახმად პარტია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მოუწოდებს, პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელი წარმოებაში არ მიიღოს და დაუშვებლად ცნონ.

პაპუაშვილის თქმით, საბედნიეროდ 2012 წლის შემდეგ, ამ ქვეყანაში „ნაციონალურ მოძრაობას“ არავინ არაფერს ეკითხება.

„მგონი, „ნაციონალურ მოძრაობას“ ერევა და სააკაშვილის პერიოდი ჰგონია, როდესაც საკონსტიტუციო თუ სხვა სასამართლოებს მითითებებს აძლევდნენ რა გაეკეთებინათ და რა არა. პირიქით, „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა მივიდეს და საკუთარი ყურით მოისმინოს ის ბრალდებები, რაც მათ წინააღმდეგ არის. რა უნდა თქვან? ჩვენი ბრალდებაა, რომ წამების სისტემა შექმნეს. წამოდგებიან და იტყვიან, რომ არ შექმნეს და ტყუილია ის, რაც სტრასბურგის განაჩენში წერია? ყველა ბრალდებებთან დაკავშირებით მოუწევთ საჯაროდ მოისმინონ ყველა ბრალდება და პასუხი აგონ. საბედნიეროდ, 2012 წლის შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობას“ არავინ არაფერს ეკითხება ამ ქვეყანაში. ერევათ იმ დროში, როდესაც მათი რეჟიმი იყო დამყარებული და ჰგონიათ, რომ მითითებები უნდა მისცენ. ასე რომ, სასამართლო თავად გადაწყვეტს, რა უნდა გააკეთოს“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება