შალვა პაპუაშვილი განათლების რეფორმაზე - საჯარო დისკუსიასაც ვადევნებთ თვალ-ყურს, მათ შორის, რადიკალი პირების მოსაზრებებს და რაიმე ხელშესახები, კრიტიკული არგუმენტი არ მოგვისმენია - გვესმის ბრტყელ-ბრტყელი სიტყვები

ყველა თანხმდება იმ გამოწვევებზე, რომელიც უმაღლეს განათლებაშია. არავის არ მოგვისმენია, რომ ეს გამოწვევები, რომელიც პრემიერ-მინისტრმა დაასახელა, არ არსებობს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განათლების რეფორმაზე საუბრისას განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, პარლამენტი მოტივირებულია, განათლების რეფორმის საკითხები რაც შეიძლება სწრაფად განიხილოს.

„რაც შეეხება უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციას, გარდა საჯარო დისკუსიისა, რომელიც მიმდინარეობს სხვადასხვა პლატფორმაზე, ჩვენ რა თქმა უნდა, უმრავლესობის შიგნითაც დეტალური განხილვა არაერთხელ გვქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით, საჯარო დისკუსიასაც ვადევნებთ თვალყურს, მათ შორის, რადიკალი პირების მხრიდან გამოთქმულ მოსაზრებებს და მგონი ყველა ხედავს, რომ რაიმე ხელშესახები, კრიტიკული არგუმენტი ჩვენ არ მოგვისმენია. გვესმის უბრალოდ ბრტყელ-ბრტყელი სიტყვები, თუმცა რაიმე არგუმენტი, მათ შორის, ინტერპელაციის დროს, როდესაც პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში ისაუბრა განათლების რეფორმაზე, იქაც რაიმე ხელშესახები და კრიტიკული არგუმენტი არ მოგვისმენია.

ყველა თანხმდება იმ გამოწვევებზე, რომელიც უმაღლეს განათლებაში არის. არავის არ მოგვისმენია, რომ ეს გამოწვევები, რომელიც პრემიერ-მინისტრმა დაასახელა, არ არსებობს.

საქართველოს პარლამენტი მოტივირებული არის, რაც შეიძლება სწრაფად განიხილოს ეს საკითხები, რათა უკვე დაიწყოს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა განათლების რეფორმის სფეროში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება