სოხუმის დრამატული თეატრის დირექტორად ნუკრი ქანთარია დაინიშნა

სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორად ნუკრი ქანთარია დაინიშნა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრ ბექა ღვაჩლიანთან ერთად, სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის თანამშრომლებსა და დასის წევრებს, თეატრის დირექტორის პოზიციაზე ალექსანდრე (ნუკრი) ქანთარია წარუდგინა.

„ალექსანდრე ქანთარიას განათლება მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო თეატრალურ უნივერსიტეტში, დრამის სარეჟისორო მიმართულებით.

წლების მანძილზე მუშაობდა სხვადასხვა თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე, მათ შორის ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში, სანდრო ახმეტელის სახელობის თბილისის სახელმწიფო დრამატულ თეატრსა და თელავის სახელმწიფო თეატრში”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა