აზერბაიჯანის სასამართლომ ოპოზიციის ლიდერ ალი ქარიმლის პატიმრობა შეუფარდა

აზერბაიჯანის სასამართლომ ოპოზიციის ლიდერს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სასამართლოს ბრძანებით, ოპოზიციური „აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის პარტიის“ ლიდერი, ალი ქარიმლი წინასწარ პატიმრობაში თებერვლის შუა რიცხვებამდე დარჩება.

აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქარიმლის სახლში ჩხრეკა შაბათს ჩაატარა, ხოლო მოგვიანებით ის და პარტიის კიდევ ორი წევრი პრეზიდენტ ილჰამ ალიევის გადაგდების მიზნით სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით დააკავა.

„აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის პარტიის“ ერთ-ერთ წევრს, მამედ იბრაჰიმს წინასწარი პატიმრობა 13 თებერვლამდე შეუფარდეს.

გამოცემას ქარიმლის ადვოკატმა განუცხადა, რომ ის ბრალდებებს უარყოფს და მათ პოლიტიკურად მოტივირებულად თვლის.

სამთავრობო წყარომ Reuters-თან საუბარში აღნიშნა, რომ ქარიმლის წინააღმდეგ გამოძიება რამიზ მეჰდიევის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს უკავშირდება, რომელიც აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციას 1994 წლიდან 2019 წლამდე ხელმძღვანელობდა. წყაროს ცნობით, ხელისუფლება ქარიმლის მეჰდიევის მიერ დაფინანსების მიღებაში ადანაშაულებს.

ცნობისთვის, გასულ თვეში ბაქოს სასამართლომ 87 წლის მეჰდიევს ოთხთვიანი შინაპატიმრობა მიუსაჯა მას შემდეგ, რაც მას ბრალი წაუყენეს სხვადასხვა დანაშაულში, მათ შორის ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობაში.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!