ვოლოდიმირ ზელენსკი – ტერიტორიული საკითხი ყველაზე რთულია - „სამშვიდობო გეგმა“ ახლა უკეთ გამოიყურება

„სამშვიდობო გეგმის“ განხილვისას ტერიტორიული საკითხი ყველაზე რთულია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარიზში, საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, აშშ-ის მიერ შეთავაზებული „სამშვიდობო გეგმის“ განხილვა „პროცესია, რომელიც ჯერ არ დასრულებულა“.

„პირდაპირ რომ ვთქვა, ტერიტორიული საკითხი ყველაზე რთულია. აღდგენის დაფინანსების საკითხი - ეს ევროპელი პარტნიორების გარეშე რთულია, რადგან ფული ევროპაშია. უსაფრთხოების გარანტიების საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია - კერძოდ, აშშ-ის და ევროპის მხრიდან. ვიტყოდი, რომ ეს სამი მთავარი საკითხებია, ამიტომ ეს სიფრთხილეს მოითხოვს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე, მისი თქმით, „სამშვიდობო გეგმა“ ახლა „უკეთ გამოიყურება“.

ზელენსკის ცნობით, ხვალ ფლორიდაში გამართული მოლაპარაკებების შესახებ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, რუსტემ უმეროვის ანგარიშს მოისმენს.

„ჩვენი დელეგაციისგან სრულ ანგარიშს ხვალ მოვისმენ. ისინი ირლანდიაში გამოფრინდებიან. მომახსენებენ, თუ სად ვართ მოლაპარაკებებში. ასევე, როგორც მე გავიგე, აშშ რუსული მხარისგან შესაბამის პასუხს მიიღებს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში