დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი სამეთაურო პუნქტს ეწვია, სადაც პოკროვსკისა და ვოვჩანსკის გათავისუფლების შესახებ ანგარიში მოისმინა

ვლადიმერ პუტინი სამეთაურო პუნქტს ეწვია, სადაც პოკროვსკისა და ვოვჩანსკის გათავისუფლების შესახებ ანგარიში მოისმინა, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი აცხადებს.

„გენერალმა გერასიმოვმა უმაღლეს მთავარსარდალს მოახსენა დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ კრასნოარმიისკისა [პოკროვსკი] და ხარკოვის ოლქის ქალაქ ვოვჩანსკის გათავისუფლების შესახებ“, - განაცხადა პესკოვმა.

ასევე, პესკოვის ცნობით, რუსეთის არმიის გენშტაბის უფროსმა, ვალერი გერასიმოვმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს „სხვა მიმართულებებზე ჯარების შეტევითი მოქმედებების შედეგების შესახებაც მოახსენა“.

პესკოვის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ უკრაინელ ოფიციალურ პირებს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!