ნიდერლანდებმა პოლონეთში უკრაინისთვის მნიშვნელოვანი დახმარების ცენტრის დასაცავად Patriot-ები და NASAMS-ები განალაგა

ნიდერლანდებმა პოლონეთში Patriot-ისა და NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები გაგზავნა, რათა გააძლიეროს ნატო-ს ლოგისტიკური ჰაბი ჟეშოვში, რომელიც უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების მთავარი ცენტრია, - ამის შესახებ ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.

უწყების ცნობით, განლაგება 1-ელ დეკემბერს დაიწყო და 1-ელ ივნისამდე გაგრძელდება. პოლონეთში გაიგზავნა Patriot-ის ორი სისტემა, NASAMS-ის ერთი სისტემა და დაახლოებით 300 სამხედრო.

ქვედანაყოფი ინტეგრირებულია და ასევე მოიცავს დრონების საწინააღმდეგო სისტემებს, რომლებიც უზრუნველყოფენ მრავალშრიან საჰაერო დაცვას პოტენციური საფრთხეებისგან, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტებიდან დაწყებული დრონებით, ვერტმფრენებითა და გამანადგურებლებით დამთავრებული.

საუბარია NSATU-ს (ნატოს უსაფრთხოების დახმარებისა და უკრაინის წვრთნის) ცენტრის დაცვაზე, რომელიც კოორდინაციას უწევს მოკავშირეთა იარაღის მიწოდებას და უკრაინელი ჯარების წვრთნას. უკრაინას იარაღის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ჟეშოვოს გავლით მიეწოდება.

ჰააგამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისია სამი ძირითადი მიზნის მიღწევას ისახავს მიზნად: ნატო-ს ტერიტორიის დაცვას, რუსული აგრესიის შეკავებას, უკრაინისთვის სტაბილური სამხედრო მხარდაჭერის გარანტირებას.

ნიდერლანდებმა ასევე გამოაცხადა Robin Radar-ისგან დრონის აღმომჩენი 100 რადარის შეძენის შესახებ, ტექნოლოგია, რომელიც უკვე გამოცდილია უკრაინაში მიმდინარე ომში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება