განათლების მინისტრი - 2026 წლის იანვარში დამტკიცდება მასწავლებელთა კარიერული წინსვლის ახალი სქემა

2026 წლის იანვარში დამტკიცდება მასწავლებელთა კარიერული წინსვლის ახალი სქემა, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ განაცხადა.

მინისტრის თქმით, ამასთან, გაგრძელდება შრომის ანაზღაურების მზარდ კომპონენტზე ზრუნვა.

„ამ სქემის განხილვა, დაახლოებით, ერთი თვის განმავლობაში საქართველოს ყველა რეგიონში და დიდ ქალაქში განხორციელდა, თუმცა ჩვენ კიდევ დეკემბრის ბოლომდე ვაპირებთ, რომ ეს საკითხი დეტალურად თქვენთან ერთად განვიხილოთ და მხოლოდ ამის შემდეგ დავამტკიცოთ. ეს საშუალებას მისცემს თითოეულ მასწავლებელს, რომ თვითრეალიზაცია მოახდინოს არა მარტო ლოკალურად, სკოლის დონეზე, არამედ რაიონულ, მუნიციპალურ და ეროვნულ დონეზეც. ამასთან, ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ შრომის ანაზღაურების მზარდ კომპონენტზე ზრუნვას, რაც მნიშვნელოვანია ამ კონცეფციაში.“- განაცხადა მინისტრმა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება