პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, დამამცირებელი მოპყრობის, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების და თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, დამამცირებელი მოპყრობის, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების და თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ფაქტებზე, სამ პირს ბრალდება წარუდგინა.

საქართველოს პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თანხის გამოძალვის მიზნით, დაზარალებულს უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, წაიყვანეს მარნეულის მუნიციპალიტეტში მდებარე დაუსახლებელ ადგილას, სადაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და გააშიშვლეს, შემდეგ კი ფოტო-ვიდეო კადრები გადაუღეს და გადაღებული მასალის გასაჯაროვებით დაემუქრნენ, თუ დაზარალებული დღის ბოლომდე კონკრეტულ თანხას არ გადაუხდიდა. აღნიშნულის გამო დაზარალებულმა თვითმკვლელობა სცადა.

„დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი სხვა დანაშაულის გაადვილების მიზნით, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ), 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით (გამოძალვა, დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, ჩადენილი ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით), 144 ტერცია მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (დამამცირებელი მოპყრობა ჩადენილი ჯგუფურად), 157 პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, ჩადენილი ანგარებით), 115-ე მუხლის პირველი ნაწილით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია