ნინო წილოსანი - „ალდე“ ჩარჩენილია 90-იანი წლების საქართველოში - ჰგონია, რომ საქართველოს ინსტიტუციები ყველანაირად დასავლური აღჭურვილობის ან დახმარების იმედად არის - „ალდე“ არის „ნაცების“ და ამ ბოროტი ძალის მფარველი დედაპარტია

„ალდე“ როგორც ჩანს, ჩარჩენილია 90-იანი წლების საქართველოში. მას ჰგონია, რომ საქართველოს ინსტიტუციები ყველანაირად დასავლური აღჭურვილობის ან დახმარების იმედად არის, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ALDE-ს განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, კარგი იქნება თუ ALDE აღშფოთებას ასე მყისიერად გააკეთებს იმ “ანტიქართულ პროცესებზე, როგორიცაა სახელმწიფო გადატრიალება, 4 ოქტომბერს ხელისუფლების დამხობის მცდელობა და მათ შორის, მათი პარტიის ერთ-ერთი საყვარელი წევრის, ალეკო ელისაშვილის ტერორისტული აქტი”.

„ALDE როგორც ჩანს, ჩარჩენილია 90-იანი წლების საქართველოში. მას ჰგონია, რომ საქართველოს ინსტიტუციები ყველანაირად დასავლური აღჭურვილობის ან დახმარების იმედად არის. საპოლიციო ძალები იყენებენ თანამედროვე აღჭურვილობას, რომლის შეძენის და უზრუნველყოფის შესაძლებლობა თავად ქვეყანას აქვს იმ ეკონომიკური სტაბილურობიდან გამომდინარე, რომელიც მათთვის როგორც ჩანს, მთლად სახარბიელო არ არის. რაც შეეხება „ალდეს” აღშფოთებას და ამ მოწოდებას, ნეტავ, ასე მყისიერად აკეთებდეს განცხადებებს იმ ანტიქართულ პროცესებზე, როგორიცაა სახელმწიფო გადატრიალება, 4 ოქტომბერს ხელისუფლების დამხობის მცდელობა, მათ შორის, მათი პარტიის ერთ-ერთი საყვარელი წევრის, ალეკო ელისაშვილის ტერორისტული აქტი და ა.შ. ამიტომ, როცა „ალდეს” განცხადებებს კითხულობთ ან აშუქებთ, ალბათ ყველაზე სამართლიანია, რომ ვიცოდეთ, რომ „ალდე“ არის „ნაცების“ და ამ ბოროტი ძალის მფარველი დასავლური დედაპარტია“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

ცნობისთვის, “ევროპული ლიბერალური და დემოკრატიული პარტიების გაერთიანება“, ALDE Party-ია BBC-ის საგამოძიებო სტატიას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ BBC-ის გამოძიებით აღშფოთებული არიან.

ALDE თავის განცხადებაში მოუწოდებს პარტნიორებს, რომ შეზღუდონ იმ აღჭურვილობის გადაცემა, რომლის გამოყენებაც შესაძლოა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მოხდეს.

„ევროპელი ლიბერალები აღშფოთებულები არიან დღევანდელი BBC-ის გამოძიებით, რომელმაც გამოავლინა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ 2024 წელს მშვიდობიანი პროევროპელი დემონსტრანტების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა, რაც ფუნდამენტურ უფლებებზე აღმაშფოთებელ თავდასხმას წარმოადგენს!“, - წერს ALDE სოციალურ პლატფორმა X-ზე.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია