გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - უკრაინას, შესაძლოა, „მტკივნეულ დათმობებზე“ წასვლა მოუწიოს

უკრაინას, შესაძლოა, „მტკივნეულ დათმობებზე“ წასვლა მოუწიოს, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა განაცხადა.

„დიპლომატიის ამოცანას ისეთი კომპრომისების მოძებნა წარმოადგენს, რომელსაც ორივე მხარე მხარს დაუჭერს. საბოლოოდ, ეს ყოველთვის მტკივნეულ დათმობებს უკავშირდება. უდავოდ, ეს უკრაინისთვის ურთულესი პროცესი იქნება, რომელიც შეიძლება რეფერენდუმით დასრულდეს“, - განაცხადა იოჰან ვადეფულმა.

ასევე, მისი თქმით, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შანსი „არასდროს ყოფილა იმაზე დიდი, ვიდრე ახლაა“.

„მნიშვნელოვანი წინაპირობა უკრაინისთვის გარანტიების მიღება იქნება იმის შესახებ, რომ რუსეთის ახალი აგრესიის წინაშე დაუცველი არ დარჩება“, - აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს