ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-ში გამართული შეხვედრების შესახებ უკრაინის დელეგაციის დეტალური ანგარიში მოისმინა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-ში გამართული შეხვედრების შესახებ უკრაინის დელეგაციის დეტალური ანგარიში მოისმინა.

„პირადად განვიხილეთ საკითხები, რომელთა ტელეფონით განხილვაც შეუძლებელია. რუსტემ უმეროვმა და ფლორიდაში გამართული მოლაპარაკებების მონაწილეებმა ამერიკული მხარის მიერ წამოჭრილი მთავარი საკითხების შესახებ შეგვატყობინეს. სამუშაო ჟენევის დოკუმენტზე იქნა დაფუძნებული და ეს დოკუმენტი დაიხვეწა“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.

მისი თქმით, უკრაინის დელეგაციას გუშინ, პარიზში, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ერთად, ევროპელ ლიდერებთან და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, სტივ უიტკოფთან გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ აცნობა.

„აღვნიშნეთ, რომ რუსებმა ამერიკულ მხარესთან შეხვედრების მზადების ფონზე ახალი დეზინფორმაციული კამპანიები წამოიწყეს“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ზელენსკის ცნობით, უკრაინის დელეგაციას დონალდ ტრამპის გუნდთან და ევროპელ პარტნიორებთან მაქსიმალურად კონსტრუქციული მუშაობის გაგრძელება დაავალა.

„უკრაინა ყველა სახის დიპლომატიურ ძალისხმევას უდიდესი სერიოზულობით უდგება. ჩვენ ნამდვილი მშვიდობისა და გარანტირებული უსაფრთხოების მიღწევის ერთგულები ვართ. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი მომავალი შეხვედრების ვადების დასადგენად აშშ-თან მუდმივ კონტაქტს შეინარჩუნებს“, - აღნიშნავს ვოლოდიმირ ზელენსკი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!