გიორგი კაკაურიძე - 2026 წლისთვის 150 მილიონი ლარია გათვალისწინებული ინფრასტრუქტურის სამინისტროს ნაწილში, რათა საუნივერსიტეტო ქალაქების მშენებლობისთვის დოკუმენტაცია მომზადდეს და შესაბამისი მიწების გამოსყიდვა დაიწყოს

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, 2026 წლისთვის 150 მილიონი ლარია გათვალისწინებული ინფრასტრუქტურის სამინისტროს ნაწილში იმისთვის, რომ საუნივერსიტეტო ქალაქების მშენებლობისთვის შესაბამისი დოკუმენტაცია მომზადდეს და შესაბამისი მიწების გამოსყიდვის განხორციელება დაიწყოს.

მისი თქმით, მომავალ წელს 150 მილიონი საკმარისი იქნება ინფრასტრუქტურის ნაწილში, თუმცა მომდევნო 2027-2029 წლებში მზარდი იქნება და დაახლოებით, 800 მილიონ ლარს გადააჭარბებს.

„მომდევნო წლის ბიუჯეტის განხილვისას მოგვიწევს ამ საკითხის განხილვა. ახლავე მინდა მოგახსენოთ, რომ 150 მილიონი ლარია გათვალისწინებული ინფრასტრუქტურის სამინისტროს ნაწილში იმისთვის, რომ საუნივერსიტეტო ქალაქების მშენებლობისთვის შესაბამისი დოკუმენტაცია მომზადდეს, შესაბამისი მიწების გამოსყიდვის განხორციელება დაიწყოს. ჯამში, პრემიერმა ახსენა, რომ მილიარდს აღემატება ამ პროექტის ღირებულება. მომავალ წელს 150 მილიონი საკმარისი იქნება ინფრასტრუქტურის ნაწილში, თუმცა მომდევნო წლებში 2027-2029 წლების ნაწილში მზარდი იქნება ეს და დაახლოებით, ამ 4-წლიან პერიოდში ალბათ, 800 მილიონ ლარს გადააჭარბებს. 800-დან 900-მილიონამდე იქნება ის ათვისებული თანხები. ძირითადი კომპონენტი ეს იქნება, მაგრამ გარკვეული ნაწილი გადავა შემდგომ პერიოდშიც“, - განაცხადა კაკაურიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება