საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ „Fitch Ratings“ ქართული ბანკების რეიტინგის პროგნოზი გააუმჯობესა

2025 წლის უახლესი შეფასებით, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა ქართული ბანკების რეიტინგები გააუმჯობესა.

საბანკო სექტორი საქართველოს ეკონომიკის უმსხვილეს სექტორს წარმოადგენს, მისი რეიტინგის გაუმჯობესება როგორც საბანკო სექტორის მიმართ საერთაშორისო ინვესტორების სანდოობის ზრდაზე, ასევე საბანკო სექტორის მდგრადობაზე მიუთითებს.

ბანკების გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგის პროგნოზი „სტაბილურამდე“ გაუმჯობესდა, ხოლო გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი (Issuers Default Rating) და მდგრადობის რეიტინგები (Viability Rating) არსებულ ნიშნულებზე შენარჩუნდა.

ამავდროულად, Fitch Ratings-მა ქართული ბანკებისთვის ოპერაციული გარემოს შეფასება 'bb-/Stable'-დან 'bb/Stable'-ზე გააუმჯობესა.

სააგენტოს განმარტებით, ეს გაუმჯობესება განპირობებულია 2022 წლიდან დღემდე საბანკო სექტორის მდგრადი განვითარებითა და ძლიერი საკრედიტო მაჩვენებლებით. კერძოდ, ტურბულენტური გარემოს ფონზეც კი, მთელი საბანკო სექტორის ფინანსური მაჩვენებლები და კაპიტალის პოზიცია სტაბილურად შენარჩუნდა.

(R)

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს