გიგა ბოკერია - თუ რამე უფრო აღრმავებს ეჭვს, რომ BBC-ს გამოძიება ეფუძნება სიმართლეს, არის ივანიშვილის რეჟიმის რეაქცია

თუ რამე კიდევ უფრო აღრმავებს ეჭვს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის თავში, რომ [BBC-ის] ეს ბრალდებები სამართლიანია და ეფუძნება სიმართლეს, არის ივანიშვილის რეჟიმის რეაქცია, - ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებას, რომლის მიხედვითაც საქართველოს ხელისუფლება, გასულ წელს, აქციების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღს იყენებდა.

მისი თქმით, ნებისმიერი ადეკვატური ხელისუფლება, ეჭვების გასაფანტად და სიმართლის დასადგენად საერთაშორისო ინსტიტუტებიდან კვლევით ჯგუფს მოიწვევდა.

„ნებისმიერი, მეტ-ნაკლებად ადეკვატური ხელისუფლება, ერთადერთ ნაბიჯს გადადგამდა - მოიწვევდა საერთაშორისო ინსტიტუტებიდან ისეთ კვლევით ჯგუფს, რომელიც ამ ბრალდებას გაანეიტრალებდა. ამის ნაცვლად ვხედავთ ტიპურ პუტინისტურ, ივანიშვილისეულ რეჟიმის ნიაღვარს.

გუშინ ვიხილეთ კლასიკური შეცდომა, „იაღლიში“. მხოლოდ იმიტომ რომ ჰგონიათ ყველაფერი გასდით, გამოიყენეს ყოფილი თანამდებობის პირი, გამოიყვანეს და უბრალოდ წინა ხელისუფლება ახსენებინეს, იმათი ნაყიდიაო და ვერ გააცნობიერეს, რომ ამით, პრაქტიკულად, დაადასტურეს ბრალდების ერთი ნაწილი, რაც ამ გამოძიებაში იყო მოცემული, რომ ჯანმრთელობის დამაზიანებელი ასეთი ნივთიერება ჰქონდათ. ახლა ამას მიხვდნენ და გამოსწორებას ცდილობენ,"- აცხადებს ბოკერია.

მანვე აღნიშნა, რომ ყოფილი და ახალი შს მინისტრების განცხადებები იმის დემონსტრირებაა, რატომ სჯერა დღეს მოქალაქეების უდიდეს ნაწილს, განურჩევლად მათი პოლიტიკური სიმპათიებისა, რომ ეს უმძიმესი ბრალდება სიმართლეს ეფუძნება.

„ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ რეჟიმს და მის გარემოცვას, იმედი აქვს რომ დრო გაივლის და ამის დადასტურება იქნება რთული, მაგრამ ყველას უნდა შევახსენოთ, რომ ყველა მტკიცებულება ამ საქმის მიჩქმალვისა, უკვე დანაშაულად იქნება შეფასებული დამოუკიდებელი მართლმსაჯულების მიერ, როცა ეს რეჟიმი აღარ იქნება ხელისუფლებაში. რაც უფრო შორს წავლენ სამარცხვინო რეპრესიებში, საზოგადოების უდიდეს ნაწილში კიდევ უფრო გაღრმავდება რწმენა, რომ ეს დანაშაული ჩაიდინეს,"- განაცხადა ბოკერიამ, რომლის კომენტარსაც პარტია „ფედერალისტები“ ავრცელებს.

ცნობისთვის, BBC-მ მოამზადა და გამოაქვეყნა საგამოძიებო მასალა, რომლის მიხედვით, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საპროტესტო აქციების დასაშლელად ნივთიერება “კამიტე” გამოიყენეს, რომლის გამოყენება ბოლოს I მსოფლიო ომის დროს მოხდა.

BBC-ის მიერ მომზადებულ სიუჟეტში საუბარი იყო გამოყენებული ნივთიერების გავლენაზე და მასთან დაკავშირებით ექიმების კვლევის შედეგებზე.

BBC-ს ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. ეს მუხლებია: - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე