შალვა პაპუაშვილი გიორგი ბაჩიაშვილზე - ჩამოყალიბებული კრიმინალი და თაღლითია

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განაცხადებით, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელი, მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილი კრიმინალი და თაღლითია.

შესაბამისი განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ მორიგი სამართლებრივი საქმის „მტკვარი ჰესის“ წარმოებასთან დაკავშირებით განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ბაჩიაშვილის მოზღვავებული კრიმინალური ენერგია აქვს.

„გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ დამდგარია განაჩენი სხვა საქმეებთან დაკავშირებით და დადასტურებულია, რომ ადამიანს აქვს მოზღვავებული კრიმინალური ენერგია. მათ შორის, როგორც თავად აღიარებს, ის საქართველოდან გაიპარა. საიდუმლო სამსახურის აგენტის დონზე სცადა მანქანის ნომრები შეეცვალა, დაიმალა საბარგულში და ა.შ ადამიანი ჩამოყალიბებული კრიმინალი და თაღლითია. საჯარო პროცესები იმიტომაც არსებობს, რომ როდესაც ადამიანი მხილებულია თაღლითობაში, მისი სიტყვა აღარ დაეჯერება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება