შალვა პაპუაშვილი -  “ლელომ” და „ალდემ“ მკაფიოდ უნდა განაცხადონ, რიცხავენ თუ არა ადამიანს, რომელმაც აღიარა ტერორისტული აქტი - უნდა დაივიწყონ, რომ ვირეშმაკობით ქართველ ხალხს თვალებში ნაცარს შეაყრიან, ელისაშვილი მათი მერობის კანდიდატი იყო

მე ყველა ევროპელ ელჩს ამას ვეუბნებოდი, ამას ვეუბნებოდი ბრიუსელსაც და ყველას, რომ როგორც კი რადიკალიზმზე თვალს დახუჭავენ, მიიღებენ ექსტრემიზმს და მიიღეს ექსტრემიზმი. როგორც კი ექსტრემიზმზე თვალს დახუჭავენ, მიიღებენ ტერორიზმს და, საბოლოო ჯამში, მიიღეს ტერორიზმი , - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ალეკო ელისაშვილის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

პაპუაშვილმა ელისაშვილის დანაშაულზე პასუხისმგებლობა ევროპელ ელჩებსა და ლიდერებს დააკისრა და ისინი ელისაშვილის საქციელზე ხელის დაფარებაში დაადანაშაულა.

“მე ვნახე “ლელოს” განცხადება, როგორ უნდა გავრიცხოთ ელისაშვილი, როდესაც ჩვენი პარტიის წევრი არ არისო. ასეთი ვირეშმაკობით ქართველ ხალხს რომ თვალებში ნაცარს შეაყრიან, მე მგონი, ეს უნდა დაივიწყონ. კოალიცია ხომ ჰქონდათ და აქვთ დღემდე? ალეკო ელისაშვილი მათი სახეა, ვიცე-მერობის კანდიდატი იყო და აქვთ ერთობა. გამოვიდნენ და თქვან, კითხვა არის მარტივი - ალეკო ელისაშვილი არის მათი გუნდის წევრი თუ არა. ადამიანი, რომელიც აღიარებს, რომ ტერორისტული აქტი ჩაიდინა, რჩება თუ არა, გინდა პარტია დაარქვან, გინდა გუნდი დაარქვან, გინდა კოალიცია, რჩება თუ არა მის წევრად, თუ დაიშალა მათი გაერთიანება ამ პარტიასთან - ეს ერთი და მეორე, ერთიანი პარტიული სიით გამოდიოდნენ არჩევნებზე, რა თქმა უნდა, ეს არის ერთი გუნდი და რა თქმა უნდა, უნდა გაემიჯნონ, უნდა გარიცხონ ტერორისტი საკუთარი რიგებიდან.

რაც შეეხება “ალდეს”, რა თქმა უნდა, “ლელოსა” და ამ კოალიციის ნაწილები როცა არიან “ალდეს” წევრები, ზუსტად "ალდეს" წევრია ამით ადამიანი, რომელიც აღიარებს ტერორს, ასე რომ “ალდე”, რომელმაც გუშინ კიდევ ერთი დეზინფორმაცია გაავრცელა საქართველოსთან დაკავშირებით, არც კი იმჩნევს, რომ ტერორისტი არის მათი გუნდის ნაწილი. ამ საკითხს ასე ადვილად ვერ მოიცილებენ.

კიდევ ერთხელ, “ლელომ” მკაფიოდ უნდა განაცხადოს, რიცხავენ თუ არა ადამიანს, რომელმაც აღიარა ტერორისტული აქტის ჩადენა და იგივე უნდა განაცხადოს მკაფიოდ “ალდემ”.

თუ არ იქნება ეს განცხადება არც ერთი, არც მეორე მხრიდან, ჩვენ ჩავთვლით, რომ ეს არის პოლიტიკური გუნდი, რომელსაც საკუთარ რიგებში ჰყავს ტერორისტი, “ლელოს” შემთხვევაშიც და “ალდეს” შემთხვევაშიც. არ იქნება გამიჯვნა? მათი გუნდი იქნება ტერორისტის თავშესაფრის მიმცემი გუნდი.

ადამიანი აღიარებს რაც გააკეთა. ეს არ არის პირველი შემთხვევა მისი მხრიდან ძალადობის. შეგახსენებთ პარლამენტში მისვლის დღიდან ძალადობას, შეგახსენებთ მის ძალადობას, რომელზეც კიდევ მიდის სასამართლო პროცესი თუ გამოძიება და ყოველ ჯერზე “ლელო”, “ალდე”, ბრიუსელი, ევროპა მას ხელს აფარებდა.

მე ყველა ევროპელ ელჩს ამას ვეუბნებოდი, ამას ვეუბნებოდი ბრიუსელსაც და ყველას, რომ როგორც კი რადიკალიზმზე თვალს დახუჭავენ, მიიღებენ ექსტრემიზმს და მიიღეს ექსტრემიზმი. როგორც კი ექსტრემიზმზე თვალს დახუჭავენ, მიიღებენ ტერორიზმს და, საბოლოო ჯამში, მიიღეს ტერორიზმი.

ამ ტერორისტულ აქტში სრული მორალური პასუხისმგებლობა აქვს ასევე ევროპულ ბიუროკრატიას თუ დიპლომატიას, მათ, ვინც “ლელოს” აძლევდა ევროპულ სერტიფიკატს. არცერთი მათი განცხადება არ გვახსოვს თუნდაც ელისაშვილის მხრიდან წამოსულ ძალადობაზე”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ