ბელგიის პოლიციამ კორუფციის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ყოფილი გენერალური მდივანი სტეფანო სანინო დააკავა

ბელგიის პოლიციამ კორუფციის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ყოფილი გენერალური მდივანი დააკავა, - ინფორმაციას Euractiv-ი ავრცელებს.

სტეფანო სანინო ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის თანამდებობას 2021-2025 წლებში იკავებდა, ხოლო 2025 წლის 1-ელი ივლისიდან ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკისა და სპარსეთის ყურის გენერალურ დირექტორატს ხელმძღვანელობს.

მანამდე, გამოცემა „ფრანს-პრესმა“ ინფორმაცია გაავრცელა, რომ პოლიციამ ევროკავშირის ყოფილი უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში და ევროპის კოლეჯის მოქმედი რექტორი, ფედერიკა მოგერინი დააკავა.

შეგახსენებთ, დღეს ბელგიის პოლიციამ ევროკავშირის თანხების არამიზნობრივად გამოყენებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურსა და ევროპის კოლეჯში ჩხრეკა ჩაატარა. პოლიციამ სულ სამი ადამიანი დააკავა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს