შალვა პაპუაშვილი - ინდოეთი მსოფლიოს მეოთხე ეკონომიკაა და ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია შუა დერეფნის გამოყენების კუთხით - პოტენციალი, რომელიც ინდოეთს აქვს, შუა დერეფნისთვის, ძალიან დიდია

აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი მაღალი დონის ვიზიტი ინდოეთში. რა თქმა უნდა, ამ ვიზიტის მიზანია, რომ ორმხრივ ურთიერთობებს, საპარლამენტო ურთიერთობებს ბიძგი მისცეს. იმედი მაქვს, რომ ინდოეთის პარლამენტის თავმჯდომარეც საქართველოში გვეწვევა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ინდოეთში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ძალიან დიდია პოტენციალი, რომელიც ინდოეთს აქვს, რომ შუა დერეფნისთვის გამოიყენოს.

,,ინდოეთი მსოფლიოს მეოთხე ეკონომიკაა და ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია შუა დერეფნის გამოყენების კუთხით. ის პოტენციალი, რომელიც ინდოეთს აქვს, რომ გამოიყენოს შუა დერეფნისთვის, ძალიან დიდია. ამ მხრივ, პარლამენტებს შორის თანამშრომლობაზე ვისაუბრეთ. კერძოდ, კომიტეტებს შორის სექტორულ თანამშრომლობაზე და საქართველოში ინდოელი კოლეგები მოვიწვიეთ, რათა საგარეო და დარგობრივ კომიტეტებთან ერთობლივი სხდომები გაიმართოს. საკანონმდებლო ჩარჩოზე ვისაუბრეთ, რომელიც არსებობს და რომელმაც უნდა წაახალისოს, მათ შორის შუა დერეფნის გამოყენება”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა