მიხეილ ყაველაშვილი - სამწუხაროა, რომ ცნობილი მედიასაშუალება, როგორიც არის „ბიბისი“, თავს აძლევს უფლებას, ბოლომდე გადაუმოწმებელი ინფორმაცია გაუშვას და დააზიანოს ჩვენი ქვეყანა - მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, სრულყოფილად იქნას გამოძიებული

ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი ცნობილი მედიასაშუალება, როგორიც არის „ბიბისი“, სამწუხაროდ თავს აძლევს უფლებას, ბოლომდე გადაუმოწმებელი ინფორმაცია გაუშვას და დააზიანოს ჩვენი ქვეყანა, - ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა BBC-ის მიერ ჩატარებულ გამოძიებას.

ყაველაშვილი აცხადებს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც BBC-ი მსგავსი საკითხების გამო კრიტიკის საგანი ხდება.

ყაველაშვილი იხსენებს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, საჩივრებს BBC-ის მიმართ და აღნიშნავს, რომ მაშინ „დეზინფორმაციული მასალის გამო“ მედიის ხელმძღვანელობა შეიცვალა.

„ჩემთვის ეს არ არის ახალი, სამწუხაროდ. სულ ახლახან იყო აშშ-ის პრეზიდენტის საჩივარი „ბიბისისთან“ მიმართებით. ტრამპზე იყო დეზინფორმაციული მასალა და „ბიბისის“ მოუხდა ხელმძღვანელობის შეცვლა. პარალელს გავავლებ, რომ არაფერი განსხვავებული არ ხდება, რაც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ხდებოდა. გახსოვთ, „ბიბისიც“, „სიენენიც“, ყველა მედიასაშუალება, მათი ლობისტური კომპანიების საშუალებით, დაიქირავეს სამედიცინო ექსპერტები, როგორი ბუმი იყო ატეხილი, თითქოს საქართველოს ხელისუფლება წამლავს მიხეილ სააკაშვილს. ისიც კი იკადრეს, რომ პოლონეთიდან ჩამოსულ ექიმებს, ასე ვთქვათ ქურდულად უნდოდათ, თავისი ფეხსაცმლით გაეტანათ ანალიზი, რომ შემდეგ გაეკეთებინათ ყალბი ცნობები, თითქოს მართლა აწამებს ქართული სახელმწიფო და კვდება ეს ადამიანი. გახსოვთ, მთელი რადიკალური ფრთის მოთქმა, რომ დღეს თუ არ უშველით სააკაშვილს, ხვალ ის გარდაიცვლება და ა.შ. ვინმემ ბოდიში მოიხადა? 27 ელჩის პროტესტი გვახსოვს, მაშინდელ იუსტიციის მინისტრთან როცა ბრძანდებოდნენ, საჯარო პროტესტი გამოაცხადეს, რომ თუ სააკაშვილის არ გათავისუფლებენ, თითქოს მძიმე მდგომარეობაში იყო და აწამებდა ჩვენი ხელისუფლება. შემდეგ სტრასბურგმა ეს ყველაფერი უარყო და დაამტკიცა, რომ არც არაფერი სჭირდა, მშვენივრადაც გამოიყურება და ბრძოლის ჟინით არის გამსჭვალული ყოფილი პრეზიდენტი. ვხედავთ, რა ხდება“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ყაველაშვილი სამართალდამცავ სტრუქტურებს - პროკურატურასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, სრული და გამჭვირვალე გამოძიებისკენ მოუწოდებს:

„მთავარია გამოძიება სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული. ყველაფერი უნდა გამოვიძიოთ. კონსტანტინე ჩახუნაშვილის საშუალებით ააგო „ბიბისიმ“ ფილმი. დღეს ეს ადამიანი უარყოფს, რომ იმ ნივთიერებაზე საერთოდ არ საუბრობდა. დაველოდოთ გამოძიებას. ჩვენ ვართ პასუხისმგებლობიანი ხელისუფლება. მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, პროკურატურას, სუს-ს, რომ სრულყოფილად იქნას გამოძიებული. უნდა ვიცოდეთ, რომ ვისაც რა მოეპრიანება და დაუპირისპირდება საკუთარ ქვეყანას... ჩვენ ხომ ვიცით რისთვის კეთდება ეს. ახალი ვერსია შემოიტანეს.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ მოქალაქეს ამ ქვეყანასთან მიმართებით ჰქონდეს პასუხისმგებლობა. ამიტომაც არსებობენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურები, რომ მსგავსი დეზინფორმაცია, შეტევა იყოს აღკვეთილი სამართლებრივად.

ქილიკის საგანია ხოლმე, ვინ დგას ამ ძალების უკან. როგორ ხდება, რომ სინქრონულად, მედიასაშუალებები, არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები ერთ ხმაში საუბრობენ, არც ერთს არ დაუსვამს კითხვა არც გამოძიებაზე, არც სიმართლეა თუ არ არის სიმართლე, პირდაპირ იწყებენ შეტევას სახელმწიფოზე, ხელისუფლებაზე“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ „Fitch Ratings“ ქართული ბანკების რეიტინგის პროგნოზი გააუმჯობესა