დონალდ ტრამპი - ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ავტოკალმით ხელმოწერილი ყველა დოკუმენტი და აღმასრულებელი ბრძანება გაუქმებულია - ნებისმიერ ადამიანს, ვინც შეწყალების დოკუმენტი მიიღო, გთხოვთ ეს გაითვალისწინოთ

ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ავტოკალმით ხელმოწერილი ყველა დოკუმენტი და აღმასრულებელი ბრძანება გაუქმებულია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს.

დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს გაცემული ყველა შეწყალების აქტი კანონიერად ძალადაკარგულია.

„ნებისმიერ ადამიანს, ვინც „შეწყალების“, „სასჯელის შემსუბუქების“ ან სხვა ნებისმიერი სახის იურიდიული დოკუმენტი მიიღო, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული დოკუმენტი სრულად გაუქმებულია და მას იურიდიული ძალა დაკარგული აქვს“, - წერს დონალდ ტრამპი Truth Social-ზე.

ცნობისთვის, ჯო ბაიდენმა თანამდებობის დატოვებამდე რამდენიმე შეწყალების აქტი გამოსცა. ოფიციალური პირების გარდა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ოჯახის წევრები, მათ შორის საკუთარი შვილი, ჰანტერ ბაიდენიც შეიწყალა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება