ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა რუსული ბუნებრივი აირის იმპორტის ეტაპობრივად შეწყვეტის წესებზე წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს

ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობამ და ევროპარლამენტის წარმომადგენლებმა რუსული ბუნებრივი აირის იმპორტის ეტაპობრივად შეწყვეტის შესახებ რეგულაციაზე წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს, - ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრესრელიზშია აღნიშნული.

საბჭო განმარტავს, რომ რეგულაცია წარმოადგენს ევროკავშირის REPowerEU-ს საგზაო რუკის ცენტრალურ ელემენტს, რომელიც მიზნად ისახავს რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულების დასრულებას მას შემდეგ, რაც რუსეთმა გაზის მიწოდება იარაღად გამოიყენა და ევროპის ენერგეტიკულ ბაზარზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა.

„რეგულაცია აწესებს იურიდიულად სავალდებულო, ეტაპობრივ აკრძალვას რუსეთიდან როგორც თხევადი ბუნებრივი აირის (LNG), ასევე მილსადენებით გაზის იმპორტზე, 2026 წლის ბოლოდან და 2027 წლის შემოდგომიდან სრული აკრძალვით“, - აღნიშნულია პრესრელიზში.

საბჭოს განმარტებით, მილსადენური გაზის გრძელვადიანი კონტრაქტების საბოლოო აკრძალვა ძალაში შევა არაუგვიანეს 2027 წლის 1 -ელი ნოემბრისა. თხევადი ბუნებრივი აირის გრძელვადიანი კონტრაქტებისთვის შეზღუდვები 2027 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება.

ამასთან, 2025 წლის ივნისამდე დადებული მოკლევადიანი კონტრაქტებისთვის გათვალისწინებულია გარდამავალი პერიოდი: რუსული თხევადი ბუნებრივი აირის აკრძალვა ამოქმედდება 2026 წლის 25 აპრილს, ხოლო მილსადენური გაზისთვის - 2026 წლის 17 ივნისს.

აკრძალვის დაცვის უზრუნველსაყოფად, ევროკავშირი იმპორტისთვის წინასწარი ავტორიზაციის სისტემას დანერგავს. რუსული გაზისთვის ინფორმაციის წარდგენა მიწოდებამდე სულ მცირე ერთი თვით ადრე იქნება საჭირო.

საბჭოს განმარტებით, არსებული კონტრაქტების ნებისმიერი ცვლილება დაშვებული იქნება მხოლოდ ტექნიკური მიზეზების გამო და არა მიწოდების მოცულობის ზრდის მიზნით.

ახალი წესების დარღვევა გამოიწვევს ჯარიმებს როგორც კომპანიებისთვის, ასევე ფიზიკური პირებისთვის.

რეგულაცია წევრი სახელმწიფოებისგან ეროვნული მიწოდების დივერსიფიკაციის გეგმების წარდგენას ითხოვს. იგივე მოთხოვნა გავრცელდება იმ ქვეყნებზე, რომლებიც რუსული ნავთობის იმპორტს განაგრძობენ.

დროებითი შეთანხმება, ოფიციალურად მიღებამდე, საბჭომ და ევროპარლამენტმა უნდა დაამტკიცონ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია