ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების ყველა კლასტერის დახურვას 2026 წლის ბოლომდე შეძლებს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას შეუძლია ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ყველა კლასტერი მომავალი წლის ბოლომდე დახუროს.

პრეზიდენტის თქმით, უკრაინა მოლაპარაკების ექვსივე კლასტერის გასახსნელად ტექნიკურად მზად 2025 წლის ბოლომდე იქნება.

„ევროკომისია აღიარებს, რომ შეგვიძლია სამი კლასტერის გახსნა. სამი კლასტერი საჭირო რაოდენობის ნახევარია. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ ამის მისაღწევად. ყველას ესმის, რომ წლის ბოლომდე ტექნიკურად ყველაფერს გავაკეთებთ ექვსივე კლასტერის გასახსნელად. ამას ყველა აღიარებს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, მომავალ წელს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნები კვიპროსი და ირლანდია იქნებიან.

„გვსურს კლასტერების გახსნა კვიპროსის თავმჯდომარეობის დროს და შემდეგი ნაბიჯი მათი დახურვაა და ჩვენ ამის გაკეთება ირლანდიის თავმჯდომარეობის დროს გვსურს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება