ისრაელის განცხადებით, „ჰამასის“ მიერ გადაცემული ნეშტი ღაზაში მყოფი ბოლო ორი დაღუპული მძევლიდან არცერთს არ ეკუთვნის

ისრაელის სასამართლო ექსპერტიზის სამსახურმა დაასკვნა, რომ სამშაბათს „ჰამასის“ მიერ გადაცემული ნეშტი ღაზაში მყოფი ბოლო ორი დაღუპული მძევლიდან არცერთს არ ეკუთვნის, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისმა განაცხადა.

„ღაზის სექტორიდან გუშინ გამოკვლევისთვის მოტანილი ეს მონაცემები გარდაცვლილ მძევლებს არ უკავშირდება. იდენტიფიკაცია სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ცენტრში განხორციელდა“, - აცხადებენ პრემიერ-მინისტრის ოფისში.

ოქტომბერში მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების თანახმად, „ჰამასმა“ ისრაელს გადასცა ნეშტი, რომელიც „წითელი ჯვრის“ განცხადებით, ღაზაში დარჩენილი ბოლო ორი გარდაცვლილი მძევლიდან ერთ-ერთს ეკუთვნოდა. ღაზაში დარჩენილი ორი გარდაცვლილი მძევალი არიან ისრაელელი პოლიციელი რან გვილი და ტაილანდის მოქალაქე სუდთისაკ რინტალაკი. ორივე მათგანი „ჰამასის“ მიერ ისრაელზე 2023 წლის 7 ოქტომბერს განხორციელებული თავდასხმის დროს გაიტაცეს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება