ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ნატო-ს პროგრამის ფარგლებში უკრაინისთვის ამერიკული იარაღის შესაძენად 500 მილიონ ევროს გამოყოფენ

ნორვეგია ნატო-ს პროგრამის ფარგლებში უკრაინისთვის ამერიკული იარაღის შესაძენად 500 მილიონ ევროს გამოყოფს, - ამის შესახებ ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ესპენ ბარტ ეიდემ ბრიუსელში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

„დღეს ნორვეგია PURL პროგრამის ფარგლებში დამატებით 500 მილიონი ევროს გამოყოფის შესახებ გამოაცხადებს, რომელიც ორ პაკეტად იქნება განაწილებული, ერთი გერმანიასთან და პოლონეთთან ერთად, ხოლო მეორე გერმანიასთან და ნიდერლანდებთან ერთად“, - განაცხადა ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი თქმით, „სასწორზე ევროპის მომავალი დევს“.

„ყველას გვსურს, რომ ეს ომი დასრულდეს და ჩვენ სამშვიდობო ძალისხმევას მივესალმებით, მაგრამ აუცილებელია, რომ ამის შედეგი უკრაინისთვის სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა იყოს“, - აღნიშნა ეიდემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება