ლაშა ფარულავა - სინამდვილეში, არ არსებობს არც „იგლ ჰილსის“ პროექტი და არც მრავალმილიარდიანი არაბული ინვესტიცია - არსებობს მხოლოდ რუსული ოცნება და „ქოცური“ გეგმა: საქართველო ქართველების გარეშე

სინამდვილეში, არ არსებობს არც „იგლ ჰილსის“ პროექტი და არც მრავალმილიარდიანი არაბული ინვესტიცია. რეალურად, არსებობს მხოლოდ რუსული ოცნება და „ქოცური“ გეგმა: საქართველო ქართველების გარეშე, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა ლაშა ფარულავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ლაშა ფარულავა მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ არაბული ინვესტიციის ხელშეკრულების პროექტი გაასაჯაროოს.

„ბიძინა ივანიშვილი ერთ დროს ქართველებს დასაქმებას პირდებოდა, დღეს კი მისი პირადი იდეოლოგები ახალგაზრდებს ღიად მოუწოდებენ ემიგრაციაში წასვლისკენ. ამავე დროს, ემიგრანტებს ართმევენ ხმის უფლებას, რადგან მათი მთავარი მიზანი უკვე აღარ იფარება, დაცლილი ქვეყანა, ხალხის გარეშე დარჩენილი საქართველო. იმ დროს, როცა ქვეყანა დემოგრაფიული კატასტროფის წინაშეა, როცა სამუშაო ძალა მასობრივად გაედინება და ერი ნელ-ნელა იცლება, ასეთ ვითარებაში ამ პროექტის ხელშეკრულების გასაიდუმლოება პირდაპირ მიუთითებს „ქოცური“ რეჟიმის ნამდვილ ამოცანაზე - საქართველო ქართველების გარეშე.

მოვუწოდებ რეჟიმს, დაუყოვნებლივ გაასაჯაროოს „იგლ ჰილსთან“ გაფორმებული ხელშეკრულება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სრულიად დასაბუთებული ეჭვი ივანიშვილის პირად ინტერესებზე და საზოგადოებრივი სიკეთის კორუფციულად მიტაცებაზე კიდევ ერთხელ დადასტურდება“, - აცხადებს ლაშა ფარულავა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს