გოგი ჩახუნაშვილი - კლინიკური კვლევა მიმართული იყო იქით, რომ ჯანდაცვის სამინისტრო გამოფხიზლებულიყო და ადამიანებს არ გართულებოდათ რაიმე - კიდევ მგონია, რომ სიზმარში ვარ, თუ ეს სამშობლოს სიყვარულის გამო ხდება, კი ბატონო

თუ სამშობლოს სიყვარულისა და იმ სიკეთეების გამო, რომლებიც გაგვიკეთებია, [მიგვცემენ პასუხისგებაში] კი ბატონო, - ამის შესახებ ექიმმა, გიორგი ჩახუნაშვილმა განაცხადა.

როგორც ის აცხადებს, ის გამოკითხვას მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით მოითხოვს.

„ვესაუბრე გამომძიებელს და კლინიკაში მივდივარ, რომ ხელი მოვაწერო დოკუმენტს, რომ მაგისტრატ მოსამართლის თანდასწრებით მოხდეს გამოკითხვა.

გაოგნებული ვარ, სამეცნიერო შრომა დაიწერა, ეს არის კლინიკური შრომა. რა უნდა ვთქვა, თუ სამშობლოს სიყვარულისა და იმ სიკეთეების გამო, რომლებიც გაგვიკეთებია, [მიგვცემენ პასუხისგებაში] კი ბატონო.

მე ჯერ კიდევ მგონია, რომ სიზმარში ვარ, დაწყებული ჩემი საქმიდან [მის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით], ჯერ კიდევ ვერ გამოვფხიზლდი.

კვლევა მიმართული იყო იქითკენ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო გამოფხიზლებულიყო და ადამიანებს არ გართულებოდათ რაიმე დაავადება.

ვფიქრობ, რომ ამ კლინიკურმა შრომამ ბევრი სიკეთე გააკეთა და კიდევ ბევრს სიკეთეს გააკეთებს. მთავარია ყველა დეტალი იყოს აღწერილი და შემდგომ ყველა თავის დასკვნებს გააკეთებს, აქ რა არის გაუგებარი, არ ვიცი“,- განაცხადა გიორგი ჩახუნაშვილმა.

ცნობისთვის, BBC-მ მოამზადა და გამოაქვეყნა საგამოძიებო მასალა, რომლის მიხედვით, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საპროტესტო აქციების დასაშლელად ნივთიერება “კამიტი” გამოიყენეს, რომლის გამოყენება ბოლოს I მსოფლიო ომის დროს მოხდა.

აღნიშნული რეპორტაჟის გავრცელების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. ეს მუხლებია: - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს