მარკ რუტე - რუსეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ უკრაინის დახმარება გაგრძელდება

რუსეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ უკრაინის დახმარება გაგრძელდება, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ბრიუსელში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

„სამშვიდობო პროცესის გაგრძელება მნიშვნელოვანია და ვიმედოვნებთ, რომ მას შედეგი მოჰყვება. თუმცა, თუ პროცესი გაჭიანურდება ან შედეგს ვერ გამოიღებს, მაშინ რუსეთზე ზეწოლის ორი საუკეთესო გზა არსებობს: პირველ რიგში, რუსებმა უნდა გააცნობიერონ, რომ უკრაინის სწრაფი დახმარება გაგრძელდება. დღეს ეს ევროპელებისა და აშშ-ის დამსახურებით ხდება. მეორე, რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლა უნდა შენარჩუნდეს. აშშ და ევროპა ერთად მუშაობენ, რათა სანქციების მეშვეობით რუსეთის ეკონომიკაზე მაქსიმალურ ზეწოლას მიაღწიონ”, - განაცხადა მარკ რუტემ.

ასევე, რუტე ევროპასთან ომის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „პუტინის ყველა სიტყვას ვერ გამოეხმაურება“.

ცნობისთვის, ვლადიმერ პუტინმა გუშინ განაცხადა, რომ „თუ ევროპას ომი მოუნდება, მაშინ რუსეთი მზად არის“.

„არ ვაპირებთ ევროპასთან ომს, ასჯერ ვთქვი უკვე ეს. მაგრამ უცებ თუ ევროპას მოუნდება ჩვენთან ომი და დაიწყებს, ახლავე ვართ მზად. არანაირი ეჭვები არ შეიძლება იყოს ამაში“, - აღნიშნა პუტინმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 20.04.2026
Trump Tower Tbilisi – თბილისის წამყვანი დეველოპერები The Trump Organization-თან პარტნიორობით საქართველოში ყველაზე მაღალი ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავენ