რელიგიის სააგენტომ და ბაპტისტურმა ეკლესიამ საქველმოქმედო აქცია გამართეს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ და საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირმა დღეს მორიგი, ერთობლივი საქველმოქმედო აქცია გამართეს.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, მათ ჰუმანიტარული ტვირთი - 36 ფუთა ტანსაცმელი გადასცეს მართლმადიდებელი ეკლესიის ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის სოფელ საირხეს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის წარმომადგენლებს.

სკოლის მოძღვარმა, დეკანოზმა გიორგი გოგესაშვილმა მადლობა გადაუხადა სააგენტოს თანამშრომლებს გაწეული დახმარებისათვის.

აქციაში მონაწილეობდნენ: საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირის აღმასრულებელი მდივანი ტარიელ პაპინაშვილი, რელიგიის სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი ნინო ჭავჭავაძე, ლოჯისტიკის მენეჯერი ლაშა მჭედლიძე და სააგენტოს თანამშრომელი დავით გოლიაძე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება