ირაკლი კობახიძე ფედერიკა მოგერინის დაკავებაზე - კორუფცია თანამედროვე ევროპული ბიუროკრატიის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, 27 ელჩის დემარშიც კორუფციის გამოხატულება იყო - ევროპულ ბიუროკრატიას აქვს სერიოზული პრობლემები

ყველა ძალიან კარგად ხედავთ, რომ ზოგადად, კორუფცია არის თანამედროვე ევროპული ბიუროკრატიის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, - ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის ყოფილი უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ფედერიკა მოგერინის დაკავება.

როგორც ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს გამოძიებაც ამის კიდევ ერთი დასტურია.

„ასევე, დღეს კიდევ ერთხელ გავიხსენეთ ჩვენ 27 ელჩის დემარში. რა თქმა უნდა, ეს დემარშიც იყო კორუფციის გამოხატულებაც თავისი შინაარსით. ევროპულ ბიუროკრატიას აქვს სერიოზული პრობლემები. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის კორუფცია და ამის მორიგი დასტური ვიხილეთ ამ გამოძიების დაწყების სახით“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, ბელგიის პოლიციამ ევროკავშირის ყოფილი უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში და ევროპის კოლეჯის მოქმედი რექტორი, ფედერიკა მოგერინი კორუფციასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააკავა. მოგვიანებით, ბელგიის პოლიციამ ფედერიკა მოგერინი და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ყოფილი გენერალური მდივანი სტეფანო სანინო პატიმრობიდან გაათავისუფლა. მოგერინი, სანინო და ევროპის კოლეჯის ერთი თანამშრომელი კორუფციის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააკავეს. გამოძიება ცდილობს დაადგინოს, იყო თუ არა ევროპის საგარეო მოქმედების სამსახურის მიერ დიპლომატიური აკადემიის მასპინძლობისთვის 2021-2022 წლებში გამოცხადებული საჯარო ტენდერი ევროპის კოლეჯის სასარგებლოდ გაყალბებული.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს