ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, რუსტემ უმეროვი უსაფრთხოების საკითხებში ევროპელი ლიდერების მრჩევლებს შეხვდება

რუსტემ უმეროვი უსაფრთხოების საკითხებში ევროპელი ლიდერების მრჩევლებს შეხვდება, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, ბრიუსელში დაგეგმილ დღევანდელ შეხვედრაში უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანთან, რუსტემ უმეროვთან ერთად მონაწილეობას უკრაინის გენერალური შტაბის უფროსი, ანდრეი გნატოვი მიიღებს.

„ეს პარტნიორებთან ჩვენს მიმდინარე კოორდინაციას წარმოადგენს და უზრუნველვყოფთ, რომ მოლაპარაკებების პროცესი აქტიური იყოს. უკრაინის წარმომადგენლები ევროპელ კოლეგებს მიაწვდიან ინფორმაციას იმის შესახებ, რაც გუშინ მოსკოვში ამერიკული მხარის მიერ გამართული შეხვედრის შემდეგ ცნობილია“, - წერს ზელენსკი X-ზე.

ასევე, უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უმეროვი და გნატოვი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენლებთან შეხვედრისთვის მზადებას დაიწყებენ.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება