გია ვოლსკი BBC-ის საგამოძიებო მასალაზე - ჩვენებაც წინასწარ შეთანხმებულია - ვინც ბრალდებული იყო, შაიშმელაშვილიდან დაწყებული, ყველა ერთი და იმავეს ამბობს: ისე ვთქვით ჩვენი მოსაზრება, ამის კვლევა არ ჩატარებულაო

ჩვენებაც კი წინასწარ შეთანხმებულია - სიუჟეტში აჩვენებენ ლაბორატორიას და ამ დროს ადამიანი ამბობს, რომ არანაირი კვლევა არ ჩატარებულა, ჩემი მოსაზრება არისო, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან BBC-ის საგამოძიებო სიუჟეტის წინააღმდეგ დაწყებულ სუს-ის გამოძიებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, “ვინც ბრალდებული იყო - შაიშმელაშვილიდან დაწყებული, კონკრეტული ადამიანებით დამთავრებული, რომელსაც გუშინ არავინ იცნობდა, ყველა ერთი და იმავეს ამბობს”.

„არსებობენ ადამიანები, რომლებიც უარყოფენ, მაგრამ ესეც წინასწარ სცენარშია ჩადებული. მათ ეუბნებიან, რომ თქვენ რომ სიცრუისთვის პასუხი

არ მოგთხოვონ, თქვით, რომ ეს ამბავი აღნიშნეთ და BBC-ის სიუჟეტი თქვენს მოსაზრებას იყენებს თავისი გეგმის მიხედვითო. ჩვენებაც კი წინასწარ შეთანხმებულია. სიუჟეტში აჩვენებენ ლაბორატორიას და ამ დროს ადამიანი ამბობს, რომ არანაირი კვლევა არ ჩატარებულა, ჩემი მოსაზრება არისო. მამამისი გასამართლებულია იმისთვის, რომ პრეზიდენტის სასახლეში შესაჭრელად სხვა ე.წ. მამაკაცურ ძალის შემადგენლობაში იბრძოდა საქართველოს ნათელი მომავლისთვის. ვინც ბრალდებული იყო - შაიშმელაშვილიდან დაწყებული, კონკრეტული ადამიანებით დამთავრებული, რომელსაც გუშინ არავინ იცნობდა, ყველა ერთი და იმავეს ამბობს: ისე ვთქვით ჩვენი მოსაზრება, ამის კვლევა არ ჩატარებულა”. ესეც წინასწარ შეთანხმებული ჩვენებაა”, - აღნიშნა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, BBC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ მიერ შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.როგორც BBC-ი წერს, „საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების წინააღმდეგ მებრძოლი დემონსტრანტები სხვადასხვა სიმპტომებს უჩიოდნენ მათ შორის თვალების წვას, ქოშინს, ხველასა და ღებინებას, რომელიც კვირების განმავლობაში გაგრძელდა“.BBC-ის ცნობითვე, ესაუბრნენ World Service-ი ქიმიური იარაღის ექსპერტებს, საქართველოს სპეცრაზმის წარმომადგენლებსა და ექიმებს და აღმოაჩინეს, რომ „მტკიცებულებები მიუთითებს იმ აგენტის გამოყენებაზე, რომელსაც საფრანგეთის სამხედროებმა „კამიტი“ უწოდეს“.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

კერძოდ, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და 319-ე მუხლით, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია