ირაკლი კობახიძე - გაკეთდება ფხვნილის ანალიზი, ერთია დოკუმენტაცია, მეორეა - ანალიზი, კოდის ქვეშ კი ათეულობით ნივთიერებაა, რომელიც არაა აკრძალული - ფხვნილი იყო შეძენილი და სავარაუდოდ, აქციებზე გამოყენებული იქნებოდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ფხვნილს, რომელიც 2024 წლის აქციების დროს იყო გამოყენებული, „ანალიზი გაუკეთდება“.

ამის შესახებ კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„გამოძიების შედეგად გაკეთდება ფხვნილის ანალიზი. სუს-ის გამოძიების შედეგები დეტალურად ეცნობება საზოგადოებას. ერთია დოკუმენტაცია, მეორე თვითონ ფხვნილის ანალიზი. სრულფასოვანი ანალიზი ჩატარდება და საზოგადოებას გავაცნობთ ინფორმაციას. უნდა გაკეთდეს ფხვნილის ანალიზი. ყველაფრის დეტალური ანალიზი უნდა ჩატარდეს“,- აღნიშნა კობახიძემ.

კითხვაზე, კოდის: UN3439 ქვეშ შემავალი სხვა ნივთიერებები იყო თუ არა შეძენილი და გამოყენებული, პრემიერმა აღნიშნა:„იმ კოდის ქვეშ არის როგორც აკრძალული, ისე არააკრძალული [ნივთიერებები]. შესყიდვას ექვემდებარებოდა არააკრძალული ნივთიერებები. დანარჩენს, სრულ ინფორმაციას გამოძიებას გამოძიება წარადგენს“.

დამაზუსტებელ კითხვაზე, იყო თუ არა ამ კოდის ქვეშ არსებული ნივთიერებები გამოყენებული 2024 წლის აქციების დროს, პრემიერი აღნიშნავს: „სავარაუდოდ, იქნებოდა. ეს ფხვნილი შეძენილი იყო. კოდი არაფერს იძლევა, კოდის ქვეშ არის ათეულობით ნივთიერება, რომელთაგანაც უდიდესი ნაწილი არ არის აკრძალული“.

მისივე თქმით, „არავითარ შემთხვევაში არ დაუდასტურებია ვახტანგ გომელაურს, რომ ნივთიერება „კამიტი“ იყო გამოყენებული და გომელაური ზოგადად საუბრობდა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ნივთიერებები, ფხვნილი შეძენილი იყო 2009 წელს თავისი ყველა ნივთიერებით“.

ვახტანგ გომელაურმა თქვა ასეთი რამ: ის ნივთიერებები, რაზეც საუბრობდნენ კონკრეტული ადამიანები, იყო 2009 წელს შეძენილი, არავითარ შემთხვევაში არ დაუდასტურებია ვახტანგ გომელაურს, რომ ნივთიერება „კამიტი“ იყო გამოყენებული. მოგვიანებით, შს მოქმედმა მინისტრმა საზოგადოებას წინაშე განაცხადა, რომ ნივთიერება „კამიტი“ არ ყოფილა გამოყენებული. ამ ორ განცხადებას შორის უთანხმოება არ არის. ზოგადად, ვახტანგ გომელაური საუბრობდა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ნივთიერებები, ფხვნილი შეძენილი იყო 2009 წელს თავისი ყველა ნივთიერებით. რაც შეეხება გელა გელაძეს, მან განაცხადა, რომ ნივთიერება „კამიტს“ ეს ფხვნილი არ შეიცავდა, შესაბამისად, BBC მხილებულია ძალიან უხეშ ტყუილში“, - აღნიშნა კობახიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება