თაზო დათუნაშვილი - მინიმუმ „კაი ბიჭად“ უნდა მიმაჩნდეს ყაველაშვილი, მისი დაგინება რომ დავიჯერო, ამის მიღმა „ოცნების“ ყველა ქმედება მიანიშნებს, რომ ივანიშვილი რუსეთის ინტერესებს ემსახურება  - „ქართული ოცნება“ ტესტავს ნეიტრალიტეტის საკითხს

დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ ნეიტრალიტეტის საკითხს, ქართული ბაზების საკითხს, ამ თემებს ტესტავს და თუ ეს გამოუვა, რა თქმა უნდა, გააგრძელებს რუსული ინტერესების მსახურებას და აქეთკენ წაიყვანს გადაწყვეტილებებს, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა ჟურნალისტებს რუსეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის განახლებასთან შესახებ მიხეილ ყაველაშვილისა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით აღნიშნა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტების ნაწილში მოხარშული აზრია, რომ საქართველომ ნეიტრალიტეტი უნდა გამოაცხადოს და რუსეთის ბაზები განალაგოს ახალციხესა და გონიოში“.

„ყაველაშვილის დაგინების მე არ მჯერა. მინიმუმ, კაი ბიჭად უნდა მიმაჩნდეს, მისი დაგინება რომ დავიჯერო. მისი დაგინების მიღმა ყველა ქმედება და ნაბიჯი, რომელსაც „ქართული ოცნება“ დგამს, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ, აბსოლუტურად ყველაფერი, ძალიან შიშვლად მიანიშნებს და ამბობს იმას, რომ ივანიშვილი ემსახურება ჩვენდამი მტრულად განწყობილი სახელმწიფოს, რუსეთის ინტერესებს. რაც შეეხება იმას, თუ რა იქნება შემდეგი ნაბიჯები და სად შეიძლება წავიდეს „ქართული ოცნება“, ამის ძალიან კარგი მაგალითია ერთი მხრივ ის განცხადებები, რომელსაც რუსეთიდან ძალიან აქტიურად ვისმენთ. მეორე მხრივ, მეორე ხარისხის პროპაგანდაში, „ქართული ოცნების“ პროპაგანდის ყველაზე დაბალ ფენას, ნანა კაკაბაძეებში და ა.შ. მოხარშული აზრია, რომ საქართველომ ნეიტრალიტეტი უნდა გამოაცხადოს და რუსეთის ბაზები განალაგოს ახალციხესა და გონიოში. ჯონდი ბაღათურიები და ჯურღმულების ყველაზე ბნელი ბინადრები გამოყარეს იმისთვის, რომ ეს ყველაფერი ამტკიცონ. შესაბამისად, რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ ამ საკითხს ტესტავს, ნეიტრალიტეტის საკითხს, ქართული ბაზების საკითხს, ამ თემებს ტესტავს და თუ ეს გამოუვა, რა თქმა უნდა, გააგრძელებს რუსული ინტერესების მსახურებას და აქეთკენ წაიყვანს გადაწყვეტილებებს. მაგრამ ჯერ ადრეა ამაზე საუბარი, ჯერ დატესტვის რეჟიმშია და ქართველ ხალხზე ბევრად უფრო დიდი წარმოდგენის ვარ, ვიდრე ივანიშვილი“,- განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ოფიციალური მოსკოვი ამჟამად ვერ ხედავს წინაპირობებს საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის განახლებისთვის. ამასთან, დღესვე გავრცელდა მიხეილ ყაველაშვილის Deutsche Welle-სთან ინტერვიუ, სადაც ის ამბობს, რომ „არ არსებობს ფაქტი, რომელიც დაადასტურებს, რომ საქართველოს რაიმე სახის კავშირი გვაქვს რუსეთის მთავრობასთან“.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე