ურსულა ფონ დერ ლაიენი - გადაწყვეტილია: ევროპა ერთხელ და სამუდამოდ კეტავს რუსული წიაღისეული საწვავის ონკანს - ენერგოდამოუკიდებლობა ახლა იწყება

გადაწყვეტილია: ევროპა ერთხელ და სამუდამოდ კეტავს რუსული წიაღისეული საწვავის ონკანს, ენერგოდამოუკიდებლობა ახლა იწყება, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მანამდე, ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დღეს ისტორიული დღეა ევროკავშირისთვის.

„წუხელ მივაღწიეთ წინასწარ შეთანხმებას კომისიის წინადადებაზე, რომელიც რუსულ წიაღისეულ საწვავზე ეტაპობრივად უარის თქმას ითვალისწინებს. ჩვენ ამ ფურცელს ვტოვებთ, სამუდამოდ ვტოვებთ. ეს ახალი ერის დასაწყისია. რუსეთისგან ევროპის სრული ენერგეტიკული დამოუკიდებლობის ერის. ბევრს მიაჩნდა, რომ ეს შეუძლებელი იქნებოდა”, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, დღეისთვის რუსული გაზის იმპორტი - თხევადი ბუნებრივი აირისა და მილსადენური გაზის - 45%-დან 13%-მდეა შემცირებული, ქვანახშირის იმპორტი - 51%-დან ნულამდე, ხოლო ნედლი ნავთობის იმპორტი 26%-დან 2%-მდე.

„რუსეთის წიაღისეული საწვავის იმპორტის შემცირებით ჩვენ ასევე შევამცირეთ შემოსავლები, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის წარმოებისთვის იყენებს. ომის დასაწყისში ჩვენ რუსეთს წიაღისეული საწვავისთვის ყოველთვიურად 12 მილიარდ ევროს ვუხდიდით - ახლა კი თვეში 1,5 მილიარდ ევრომდე ვართ ჩამოსული, რაც ჯერ კიდევ ძალიან ბევრია და ჩვენი მიზანია ეს თანხა ნულამდე დავიყვანოთ“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობამ და ევროპარლამენტის წარმომადგენლებმა რუსული ბუნებრივი აირის იმპორტის ეტაპობრივად შეწყვეტის შესახებ რეგულაციაზე წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს. საბჭოს განმარტებით, მილსადენური გაზის გრძელვადიანი კონტრაქტების საბოლოო აკრძალვა ძალაში შევა არაუგვიანეს 2027 წლის 1 -ელი ნოემბრისა. თხევადი ბუნებრივი აირის გრძელვადიანი კონტრაქტებისთვის შეზღუდვები 2027 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება. ამასთან, 2025 წლის ივნისამდე დადებული მოკლევადიანი კონტრაქტებისთვის გათვალისწინებულია გარდამავალი პერიოდი: რუსული თხევადი ბუნებრივი აირის აკრძალვა ამოქმედდება 2026 წლის 25 აპრილს, ხოლო მილსადენური გაზისთვის - 2026 წლის 17 ივნისს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე