პიტერ სიიარტოს განცხადებით, ბრიუსელის მიერ რუსული ბუნებრივი აირის იმპორტის აკრძალვას უნგრეთი და სლოვაკეთი ევროკავშირის სასამართლოში გაასაჩივრებენ

პიტერ სიიარტოს განცხადებით, ბრიუსელის მიერ რუსული ბუნებრივი აირის იმპორტის აკრძალვას უნგრეთი და სლოვაკეთი ევროკავშირის სასამართლოში გაასაჩივრებენ.

„როგორც კი RePowerEU-ს გეგმის ოფიციალურად მიღება მოხდება ჩვენ მას ევროკავშირის სასამართლოში დაუყოვნებლივ გავასაჩივრებთ. სასამართლო პროცესი დაუყოვნებლივ დაიწყება. მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაიწყო. ჩვენ უნგრეთის ენერგეტიკული უსაფრთხოების დასაცავად ყველაფერს გავაკეთებთ“, - წერს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი X-ზე.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ ევროკავშირის გადაწყვეტილებას „პოლიტიკურად მოტივირებული“ უწოდა.

შეგახსენებთ, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობამ და ევროპარლამენტის წარმომადგენლებმა რუსული ბუნებრივი აირის იმპორტის ეტაპობრივად შეწყვეტის შესახებ რეგულაციაზე წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს. საბჭოს განმარტებით, მილსადენური გაზის გრძელვადიანი კონტრაქტების საბოლოო აკრძალვა ძალაში შევა არაუგვიანეს 2027 წლის 1-ელი ნოემბრისა. თხევადი ბუნებრივი აირის გრძელვადიანი კონტრაქტებისთვის შეზღუდვები 2027 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება. ამასთან, 2025 წლის ივნისამდე დადებული მოკლევადიანი კონტრაქტებისთვის გათვალისწინებულია გარდამავალი პერიოდი: რუსული თხევადი ბუნებრივი აირის აკრძალვა ამოქმედდება 2026 წლის 25 აპრილს, ხოლო მილსადენური გაზისთვის - 2026 წლის 17 ივნისს.

კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ირაკლი მელაშვილი - ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დათბობის ვერანაირ სიმპტომებს ვერ ვხედავ, გარდა საქართველოს მთავრობის წევრთა და მათი პროპაგანდისტების განცხადებებისა, რომლებიც მათ ოცნებებს უფრო შეესაბამება, ვიდრე რეალობას
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ