შალვა პაპუაშვილი - ეს კვირა აქვთ დრო, თუ ალეკო ელისაშვილს არ გარიცხავენ, ორშაბათიდან „მოქალაქეები“, „ძლიერი საქართველო“ და  „ალდე“ ოფიციალურად გახდებიან ტერორისტის მფარველი ორგანიზაციები

დღეს არის ოთხშაბათი, დაველოდებით, ეს კვირა დრო აქვთ, ორშაბათამდე არ იქნება გამიჯვნა, გარიცხვა, ორშაბათიდან, როგორც „მოქალაქეების“, ისე „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გაერთიანება, „ალდე“, ჩემს რიტორიკაში მოხსენიებული იქნება, როგორც ტერორისტის მფარველები,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, დღეს არის ჭეშმარიტების მომენტი, მათ შორის, ევროკავშირისთვის.

„ალდე“ გახლავთ ერთ-ერთი პოლიტიკური გაერთიანება, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკური ძალები არიან გაერთიანებული, ზოგ ქვეყანაში, ხელისუფლებაშიც არის „ალდეს“ წარმომადგენელი. ეს არის ჭეშმარიტების მომენტი, ქართველი ხალხი ვითხოვთ პასუხს და მოველით „ალდესგან“, ამ ევროპული ძალებისგან, გვითხრან ტერორიზმი არის თუ არა ევროპული ღირებულება. ვინაიდან, თუ ადამიანმა აღიარა ტერორისტული აქტის ჩადენა, მას საკუთარი პარტია არ ემიჯნება, პარტია „მოქალაქეები“, ე.ი. ეს პარტია არის ტერორისტის მფარველი პარტია. თუ არ ემიჯნება მისი კოალიციური პარტნიორი, ის გუნდი, რომელშიც ირიცხება დღემდე, ესეც არის ტერორისტის მფარველი.

თუ მას არ ემიჯნება ის პოლიტიკური გაერთიანება, რომლის წევრიც არის ეს პარტია, გაერთიანება, კოალიცია, ისინიც ტერორიზმის მფარველები არიან. დღეს არის ოთხშაბათი, დაველოდებით, ეს კვირა დრო აქვთ, ორშაბათამდე არ იქნება გამიჯვნა, გარიცხვა, ორშაბათიდან როგორც მოქალაქეები, ისე ძლიერი საქართველოს გაერთიანება, "ალდე" ჩემს რიტორიკაში მოხსენიებული იქნება, როგორც ტერორისტის მფარველები. ორშაბათამდე აქვთ დრო, ორშაბათიდან ოფიციალურად გახდებიან ტერორისტის მფარველი ორგანიზაციები, შემდეგ ყოველ განცხადებაზე შევახსენებთ, რომ ტერორისტების მფარველი ორგანიზაცია არიან“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს