შალვა პაპუაშვილი - რაც დღეს მოლდოვას ეკონომიკურად სჭირს, მათ შორის  ბრიუსელის ბრალეულობაა - საქართველომ არ დაუჯერა ბრიუსელს ყურში ჩაჩურჩულებებში

იმაში, რაც დღეს მოლდოვას ეკონომიკურად სჭირს, არის, მათ შორის, ბრიუსელის ბრალეულობა - მოლდოვა უჯერებს ბრიუსელს და საქართველომ არ დაუჯერა ბრიუსელს იმ ყურში ჩაჩურჩულებებში, რასაც ჰქონდა ადგილი, რომ საქართველო საკუთარი ხალხის დაზიანების ხარჯზე ჩაბმულიყო რუსეთის მიმართ ცეცხლის რკალის შექმნის ორმხრივი სანქციების დაწესების პროცესში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მოლდოვის ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ 2021 წლამდე მოლდოვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი საქართველოს იმავე მაჩვენებელს აღემატებოდა, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველომ მას ამ მონაცემით ბევრად გადაუსწრო.

„2021 წელს მოლდოვას ჰქონდა საქართველოზე უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ 2021-შივე უკვე 10%-იანი ეკონომიკური ზრდა გვქონდა, მათ ჰქონდათ, თუ არ ვცდები, 11% თუ 12% ეკონომიკური ზრდა. 2022-ში ჰქონდათ -5%, იქიდან მოყოლებული 0-ის გარშემო ტრიალებენ და საქართველომ შეინარჩუნა 10-9-8%-იანი ეკონომიკური ზრდა. რა სხვაობაა მოლდოვასა და საქართველოს შორის?!- ერთადერთი, მოლდოვა უჯერებს ბრიუსელს და საქართველომ არ დაუჯერა ბრიუსელს იმ ყურში ჩაჩურჩულებებში, რასაც ჰქონდა ადგილი, რომ საქართველო საკუთარი ხალხის დაზიანების ხარჯზე ჩაბმულიყო რუსეთის მიმართ ცეცხლის რკალის შექმნის ორმხრივი სანქციების დაწესების პროცესში“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს