საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, რომლებიც Eagle Hill-ის ოფისთან იყვნენ შეკრებილი,  პარლამენტის წინ გადაინაცვლეს

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, რომლებიც Eagle Hill-ის ოფისთან აქციას მართავდნენ, პარლამენტის წინ გადაინაცვლეს.

უწყვეტი პროტესტიდან ერთი წლის შემდეგაც, მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან უცვლელი მოთხოვნებით შეიკრიბნენ - დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების ფარგლებში დაკავებული პირები.

დემონსტრანტებს ადგილზე მოტანილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები და სხვადასხვა შინაარსის ბანერები.

პარლამენტის წინ და მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის ეკიპაჟებია მობილიზებული.

მანამდე აქცია გაიმართა არაბული კომპანია Eagle Hill-ის შენობის წინ, სადაც მომიტინგეებმა ქართულ მხარესა და არაბულ სამშენებლო კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულება გააპროტესტეს და დოკუმენტის გასაჯაროება მოითხოვეს.

საპროტესტო აქციის ფარგლებში, ადგილზე მოქალაქეების ხელმოწერებიც აგროვდა, რომლებმაც პეტიციაზე მოაწერეს ხელი.

აქციის ორგანიზატორების თქმით, პეტიციაზე ხელმოსაწერად თბილისის რამდენიმე ლოკაციაზე განთავსდება სპეციალური მაგიდები, სადაც მოქალაქეები ხელმოწერით საკუთარ აზრს დააფიქსირებენ.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!