თენგიზ შარმანაშვილი BBC-ის საგამოძიებო მასალაზე - მე არაფერი გამირევია, მაგრამ ვინც გაურია, ამტკიცებს, რომ კანონის სრული დაცვით გააკეთა - დარწმუნებული რომ არ ვიყოთ, საერთაშორისო სასამართლოში არ წავიდოდით

არცერთი აკრძალული ნივთიერება არ გამოყენებულა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან BBC-ის მიერ გამოქვეყნებული მასალაზე დაწყებულ გამოძიებაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გამოძიება ყველა კითხვას ამომწურავ პასუხს გასცემს.

„მე არაფერი გამირევია, მაგრამ ვინც გაურია, ის ამტკიცებს, რომ კანონის სრული დაცვით გააკეთა ეს. ახლა გამოძიება მიმდინარეობს, ეს გითხრათ პრემიერმაც. რატომ გაურიეს და ეს გარევა იყო თუ არა კანონიერი, ამას გამოძიება დაადგენს. არცერთი ნივთიერება, რომელიც გაურიეს, არცერთი საკითხი გამოძიების მიღმა არ დარჩება. რაც მთავარია, ასეთი დარწმუნებული რომ არ ვიყოთ, საერთაშორისო სასამართლოში კი არ წავიდოდით. ჯერ BBC-თან გავარკვევთ იმ საკითხს, რაც ბრიტანეთის კანონმდებლობით არის მიღებული და რომელსაც პირველი ნაბიჯი აქვს გადასადგმელი ამის გასაკეთებლად. თუ ისინი სამართლიანად არ მოიქცევიან, რა თქმა უნდა, სასამართლოსაც მივმართავთ“,- განაცხადა შარმანაშვილმა.

შეგახსენებთ, BBC-ის ინფორმაციით, მათ მიერ შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.როგორც BBC-ი წერს, „საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების წინააღმდეგ მებრძოლი დემონსტრანტები სხვადასხვა სიმპტომებს უჩიოდნენ მათ შორის თვალების წვას, ქოშინს, ხველასა და ღებინებას, რომელიც კვირების განმავლობაში გაგრძელდა“

.BBC-ის ცნობითვე, ესაუბრნენ World Service-ი ქიმიური იარაღის ექსპერტებს, საქართველოს სპეცრაზმის წარმომადგენლებსა და ექიმებს და აღმოაჩინეს, რომ „მტკიცებულებები მიუთითებს იმ აგენტის გამოყენებაზე, რომელსაც საფრანგეთის სამხედროებმა „კამიტი“ უწოდეს“.

მოგვიანებით, „იმედმა” გაავრცელა ყოფილი შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის კომენტარი, სადაც ის აცხადებს, რომ BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში დასახელებული ნივთიერებები „ნამდვილად ჰქონდა შეძენილი შინაგან საქმეთა სამინისტროს და იყენებდა, ოღონდ 2012 წლამდე”.

ყოფილი მინისტრის მტკიცებით, ბოლო შეძენა მოხდა 2009 თუ 2010 წელს, მას შემდეგ შსს-ს ის არ შეუძენია და გამოუყენებია, ხოლო „ნაცებმა კატა გამოთხარეს“.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია