GCCA-მა სამშენებლო ზედამხედველობის მიმართულებით გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილე 11 კომპანიის მიმართ მოკვლევა დაიწყო

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, სამშენებლო ზედამხედველობის მიმართულებით, 2022-2025 წლებში გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილე 11 კომპანიის მიმართ სავარაუდო შეთანხმებული ქმედებების ფაქტებზე მოკვლევა დაიწყო. ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს განმარტებით, მოკვლევის დაწყების საფუძველს საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს მომართვა წარმოადგენდა, რომელშიც მითითებული იყო, რომ სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციების მიერ სხვადასხვა ტენდერზე დაკვირვებისას, გამოიკვეთა გარემოებები, რომლებიც, სავარაუდოდ, შესაბამისობაში არ იყო, ან არღვევდა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონს და შესაბამისი ღონისძიებების გატარებას საჭიროებდა.

„კერძოდ, ტენდერებზე დაკვირვების შედეგად, გამოიკვეთა გარემოებები, რომლებიც - შპს „ჯეოექსპერტის“, შპს „ზაისი და კომპანიის“, შპს „საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფის“, შპს „ინსპექტ-ას“, შპს „ოპტიმალ გრუპ+ის“, შპს „ექსპერტ ჰაუსის“, შპს „სქაისქეიფერის“, შპს „თი აი ეი ჯი აუდიტესკორტის“, შპს „ქრიზოლითი+ის“, შპს „მშენ-ექსპერტი+ისა“ და შპს „მეგამშენის“ მხრიდან, 2022-2025 წლებში, რაჭის, სამეგრელოს, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონებში სამშენებლო ზედამხედველობის მიმართულებით გამოცხადებულ ტენდერებთან დაკავშირებით სავარაუდო შეთანხმებულ ქმედებებს შეეხებოდა.

სააგენტოს მიერ ჩატარებული ანალიზის შედეგად, მართლაც გამოვლინდა ცალკეული გარემოებები, რაც ქმნიდა გონივრულ ეჭვს, რომ ეკონომიკურ აგენტთა შორის შესაძლებელი იყო, ადგილი ჰქონოდა შეთანხმებულ ქმედებას, რის შემდეგაც GCCA-მა მოკვლევა დაიწყო.

მიმდინარე წელს, სააგენტომ, ჯამში, 3 მოკვლევა დაასრულა, საიდანაც ორ შემთხვევაში ეკონომიკურ აგენტთა მხრიდან დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების, კერძოდ, კი არასამართლიანად მაღალი ფასების გამოყენების ფაქტები დადგინდა. ერთი მოკვლევის შემთხვევაში კი დარღვევა არ დადასტურდა. ამ დროისთვის, მიმდინარე რეჟიმშია 2 მოკვლევა - დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენებისა და სავარაუდო შეთანხმებული ქმედებების ფაქტებზე“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს