დიმიტრი მედვედევი - თუ შეშლილი ევროკავშირი გაყინული რუსული აქტივების მოპარვას შეეცდება, შეიძლება მათ ამ თანხების დაბრუნება არა სასამართლოების მეშვეობით, არამედ ნატურალური ფორმით მოუწიოთ

თუ შეშლილი ევროკავშირი გაყინული რუსული აქტივების მოპარვას შეეცდება, მაშინ შეიძლება მათ ამ თანხების დაბრუნება არა სასამართლოების მეშვეობით, არამედ ნატურალური ფორმით მოუწიოთ, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი სოციალურ ქსელში წერს.

„მსგავს ქმედებას შეიძლება განსაკუთრებული სახის casus belli-ს კვალიფიკაცია მიენიჭოს, რასაც ბრიუსელისთვის და ევროკავშირის ქვეყნებისთვის შესაბამისი შედეგები მოჰყვება. მსგავს შემთხვევაში, ამ თანხების დაბრუნება შეიძლება არა სასამართლოების მეშვეობით, არამედ რუსეთის დამარცხებული მტრების მიერ ნატურალური ფორმით მოხდეს“, - წერს მედვედევი „ტელეგრამის“ გვერდზე.

ცნობისთვის, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გუშინ უკრაინისთვის 2026-2027 წლების დაფინანსებასთან დაკავშირებით ორი გადაწყვეტილების შესახებ გამოაცხადა. ერთ-ერთი გადაწყვეტილება უკრაინისთვის რეპარაციული სესხის უზრუნველსაყოფად ბელგიაში გაყინული რუსული აქტივებიდან თანხების გამოყენებას ითვალისწინებს, ხოლო მეორე გადაწყვეტილება ევროკავშირის ბიუჯეტის გამოყენებით დაფინანსების მოზიდვას გულისხმობს.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება