გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი - შემაშფოთებელია, რომ საია-ს წევრი, თამარ ონიანი BBC-ის ფილმთან დაკავშირებით გამოკითხეს - ადამიანის უფლებების დარღვევებზე შეშფოთება არ შეიძლება სახელმწიფო ინტერესებისთვის ზიანის მიყენებად ჩაითვალოს

ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ შეშფოთების გამოხატვა არ შეიძლება „სახელმწიფო ინტერესებისთვის ზიანის მიყენებად“ ჩაითვალოს, - ამის შესახებ გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი უფლებადამცველთა საკითხებში, მერი ლოულორი სოციალურ ქსელში წერს.

„შემაშფოთებელი ამბავი მესმის იმის შესახებ, რომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დირექტორი, თამარ ონიანი BBC-ის დოკუმენტურ ფილმთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე დაიბარეს. გუშინ ის მოსამართლემ მოწმის სახით დაკითხა. ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ შეშფოთების გამოხატვა არ შეიძლება „სახელმწიფო ინტერესებისთვის ზიანის მიყენებად“ ჩაითვალოს“, - წერს მერი ლოულორი X-ზე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს