„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ - შეშფოთებული ვართ ჟურნალისტებზე ქიმიური ნივთიერების პოტენციური ზემოქმედების გამო, რომელიც, სავარაუდოდ, საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა საპროტესტო აქციების დასაშლელად გამოიყენეს

„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ შეშფოთებულია ჟურნალისტებზე ქიმიური ნივთიერების პოტენციური ზემოქმედების გამო, რომელიც, სავარაუდოდ, საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა საპროტესტო აქციების დასაშლელად გამოიყენეს, - განცხადებას „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ (IPI) ავრცელებს.

„IPI შეშფოთებულია ჟურნალისტებზე ქიმიური ნივთიერების პოტენციური ზემოქმედების გამო, რომელიც, სავარაუდოდ, საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა საპროტესტო აქციების დასაშლელად გამოიყენეს, რაც BBC-ის ბოლოდროინდელი გამოძიების შედეგად გამოვლინდა. გამოძიებამ მტკიცებულებებით აჩვენა, რომ მთავრობამ გასულ წელს ანტისამთავრობო დემონსტრანტების დასაშლელად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენა, რაც, სავარაუდოდ, ჟურნალისტებზე, რომლებიც აქციებს აშუქებდნენ, ზეგავლენას მოახდენდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის“ მონაცემებით, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციების დროს თავდასხმა, სულ მცირე, 81 ჟურნალისტზე განხორციელდა.

„ათეულობით მათგანი წლის ჭავლის სამიზნე გახდა, რომელიც ქიმიური ნივთიერებებით იყო გაჯერებული და ხშირ შემთხვევაში მედიაზე მიზანმიმართული თავდასხმის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ახლა მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ჟურნალისტები, სავარაუდოდ, ქიმიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ აღმოჩნდნენ, რომელიც თანამედროვე ცრემლსადენი გაზის წინამორბედს წარმოადგენს. ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ საქართველოში ჟურნალისტიკა სახიფათო პროფესიად იქცა“, - აცხადებს IPI.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის