ელინა ვალტონენი ეუთო-ს მინისტერიალზე - საქართველოში ჩემი ვიზიტი დემოკრატიულ უკუსვლასა და სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვან როლს შეეხო

საქართველოში ჩემი ვიზიტი დემოკრატიულ უკუსვლასა და სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვან როლს შეეხო, - ამის შესახებ ეუთო-ს მოქმედმა თავმჯდომარემ, ფინეთის საგარეო მინისტრმა, ელინა ვალტონენმა ვენაში, ეუთო-ს მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ჩვენი ერთგულება ურყევი რჩება. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მეშვეობით სამოქალაქო საზოგადოებასთან ჩართულობას ხელს ვუწყობთ. ასევე, საქართველოში ჩემი ვიზიტი დემოკრატიულ უკუსვლას, სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვან როლსა და ადამიანების თავისუფლებას შეეხო“, - განაცხადა ვალტონენმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს