სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში

„სელფი მობაილმა“ კომუნიკაციების კომისიის (კომკომ) აუქციონში წარმატებით გაიმარჯვა და ქსელის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით 2100 მჰც და 2600 მჰც დიაპაზონებში ახალი სიხშირული რესურსი მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „სელფი ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ხსენებული სიხშირეების შეძენა არის დამატებითი ინვესტიცია, რაც საგრძნობლად გააუმჯობესებს ქსელს და შედეგად, მომხმარებლებს შესთავაზებს კიდევ უფრო ხარისხიან კავშირს.

კომპანიის ცნობით, ქსელის განვითარება მიმდინარე წელს N1 პრიორიტეტად არის დასახული და ამ მიმართულებით „სელფმა“ გაასამმაგა საკუთარი რესურსები. აპრილიდან დღემდე დაემატა 132 ახალი სადგური, 85-ს კი ჩაუტარდა სრული მოდერნიზება, რამაც ინტერნეტის სიჩქარე უკვე გაზარდა 25%-ით, ხოლო ქსელის გამტარუნარიანობა 32%-ით გაიზარდა.

როგორც „სელფის“ გენერალურმა დირექტორმა, როსტომ ტალახაძემ აღნიშნა, ახალი სიხშირული რესურსის მიღება მნიშვნელოვანი ნაბიჯია თანამედროვე, საიმედო და ძლიერი ქსელის შესაქმნელად.

„სელფი მობაილი“ აგრძელებს ქვეყნის მასშტაბით ინფრასტრუქტურის განვითარებას, ახალი ტექნოლოგიების დანერგვას და მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფაზე ზრუნვას. ჩვენი მიმართვის საფუძველზე, კომკომის მიერ გამოცხადებულ აუქციონში, ყველა ლოტი რომელიც გვჭირდებოდა ქსელის შემდგომი სრულყოფისთვის, წარმატებით იქნა მოპოვებული. ახალი სიხშირული რესურსის მიღება მნიშვნელოვანი ნაბიჯია თანამედროვე, საიმედო და ძლიერი ქსელის შესაქმნელად. ჩვენთვის თითოეული მომხმარებლის კომფორტი და გამოცდილება უმნიშვნელოვანესია და დარწმუნებული ვარ, ამ სიახლის შედეგებს ისინი მალე იგრძნობენ. მადლობა მინდა გადავუხადო კომისიას ეფექტური თანამშრომლობისთვის და მხარდაჭერისთვის, რომელმაც ეს წინსვლა შესაძლებელი გახადა. ასევე, გულითადი მადლობა სელფის გუნდის ყველა წევრს, ვინც იმუშავა ამ მნიშვნელოვან პროექტზე”, - განაცხადა როსტომ ტალახაძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია