ლევან მახაშვილი საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის რეზოლუციაზე - რაც უნდათ, ის მოითხოვონ, ქვეყანა თავზე ეშლებათ, თავიანთ პრეზიდენტს, ქვეყნის ბიუჯეტსა და მოსახლეობას მიხედონ

სანქციების დაწესებას, თუ რაღაცას ითხოვენ, არ ვიცი, ეს მათი გადასაწყვეტია, რაც უნდათ, ის მოითხოვონ, ქვეყანა თავზე ეშლებათ და თავიანთ პრეზიდენტს, ქვეყნის ბიუჯეტსა და მოსახლეობას მიხედონ, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაზე ევროპის საკითხთა კომიტეტის წევრებზე საუბრისას განაცხადა, რომლებმაც საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღეს, რითაც მთავრობის წევრების და ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას ითხოვენ.

მახაშვილის განცხადებით, აღნიშნული პოლიტიკოსების მხრიდან ქართულმა მხარემ არაერთხელ იხილა მსგავსი ტიპის „ესკალაციური განცხადებები“.

მახაშვილი ურჩევს, საკუთარ მოსახლეობაზე იფიქრონ.

„სანამ სხვებზე იფიქრებენ და ჯიბეებში ფულს ჩაიდებენ, საკუთარ მოსახლეობაზე იფიქრონ. მე სხვა პასუხი მათთან არ მექნება. ამ პოლიტიკოსების მხრიდან არაერთხელ ვიხილეთ მსგავსი ტიპის ესკალაციური განცხადებები და მერე, საბოლოოდ, აღმოჩნდება ხოლმე, რომ ამის უკან დგას ხან ერთი პოლიტიკური ორგანიზაციის ფინანსური ინტერესი, ხან სხვების“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს