გერმანული მედია ავრცელებს სატელეფონო საუბრიდან ფრაგმენტებს, რომელიც მათი ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროპელ ლიდერებს შორის გაიმართა

გერმანული მედია ავრცელებს სატელეფონო საუბრიდან ფრაგმენტებს, რომელიც მათი ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროპელ ლიდერებს შორის გაიმართა.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროპელი ლიდერების სატელეფონო საუბრის ამონარიდს გერმანული გამოცემა Der Spiegel ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, ჩანაწერი სატელეფონო საუბრიდანაა, რომელიც გასულ ორშაბათს, 1-ელ დეკემბერს გაიმართა, ფლორიდაში უკრაინულ დელეგაციასა და ტრამპის გუნდს შორის მოლაპარაკებების შემდეგ.

აღნიშნულ სატელეფონო საუბარში უკრაინის პრეზიდენტის გარდა ასევე მონაწილეობდნენ: საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი; გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი; პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი, დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიკსენი, ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იონას გარ სტორე, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი, ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა.

რაც შეეხება საუბრის შინაარს, გამოცემის ცნობით, საუბრის დროს მარკონმა აღნიშნა, რომ “არსებობს შესაძლებლობა, რომ შეერთებული შტატები ტერიტორიების საკითხზე უკრაინას უღალატებს უსაფრთხოების გარანტიებზე სიცხადის გარეშე”.

ასევე, გამოცემის ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის “დიდ საფრთხეს” ხედავს ზელენსკისთვის (გამოცემა არ აკონკრეტებს რა კონტექსტში გაჟღერდა ეს).

გამოცემის ინფორმაციით, მერცმა თქვა, რომ ზელენსკი უნდა იყოს “ძალიან ფრთხილად მომდევნო დღეებში” და აღნიშნა, რომ “ისინი [აშშ] თამაშებს თამაშობენ თქვენთანაც და ჩვენთანაც”.

გამოცემის ცნობით, ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა საუბრის ერთ-ერთი მომენტში თქვა, რომ “ჩვენ [ევროპელებმა] არ უნდა მივატოვოთ უკრაინა და ვოლოდიმირი ერთი-ერთზე ამ ხალხთან”.

“ვეთანხმები ალექსანდრს, ვოლოდიმირი უნდა დავიცვათ,” - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ, გამოცემის ცნობით.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ